Skip to content
11/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

Credit Suisse-მა წელი $8-მილიარდიანი ზარალით დაასრულა

მარშალ პრესი 09/02/2023
კრედიტ სუის - Credit suisse

წამყვანმა შვეიცარიულმა ბანკმა, Credit Suisse-მა გასული წელი რეკორდული $8-მილიარდიანი ზარალით დაასრულა, რაც კომპანიის არსებობის ისტორიაში ყველაზე ცუდი შედეგია, უშუალოდ IV კვარტალი კი $1.5 მილიარდის ზარალით დაიხურა.

ამის შესახებ ინფორმაციას ქართული ბიზნეს გამოცემა “BM.GE” ავრცელებს.

უაღრესად არასახარბიელო ფინანსური შედეგები “რესტრუქტურიზაციის რადიკალური” სტრატეგიითა და იმ ფაქტითაა განპირობებული, რომ ბანკის უმსხვილესი კლიენტები ანგარიშებს ხურავენ და Credit Suisse-დან აქტივების გატანას უჩვეულოდ მაღალი ტემპით ცდილობენ.

მოგეხსენებათ, Credit Suisse-ი მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი სისტემური ბანკია, რომელიც 1.5 ტრილიონი დოლარის აქტივებს აკონტროლებს და სამ მილიონამდე კლიენტს ემსახურება. ბანკს უდიდესი მნიშვნელობა აქვს შვეიცარიის ეკონომიკაზე, რადგან ის ქვეყნის რიგით მეორე უმსხვილესი საფინანსო ორგანიზაციაა, UBS-ის შემდეგ.

ხუთწლიან ჭრილში საფონდო ბირჟაზე Credit Suisse-ის აქციების ღირებულება 80%-ითაა შემცირებული, მისი საბაზრო კაპიტალიზაცია კი ამჟამად $13 მილიარდს შეადგენს, ნაცვლად 2007 წელს დაფიქსირებული $87 მილიარდისა.

Post navigation

Previous: გურიაში სახელმწიფო რწმუნებული მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს მისიის ხელმძღვანელს შეხვდა
Next: ირაკლი ღარიბაშვილმა იუსტიციის მინისტრთან და მის მოადგილეებთან სამუშაო თათბირი გამართა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.