Skip to content
03/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება
  • უცხოეთი

ქართველი მაშველები თურქეთში გაემგზავრნენ, სადაც სამაშველო სამუშაოებში მიიღებენ მონაწილეობას (ვიდეო)

მარშალ პრესი 06/02/2023
329132753_584752583550843_4490090678084686026_n

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, თურქეთში მომხდარი მიწისძვრის გამო, სამაშველო ღონისძიებებში ჩართვის მიზნით, თურქეთში მაშველები გაემგზავრნენ, ასევე გაიგზავნა შესაბამისი ტექნიკა.

თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგებზე რეაგირების სამუშაოებში ჩართვის მიზნით საქართველოდან გაიგზავნა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ბაზიდან – 60 მეხანძრე-მაშველი, ასევე შესაბამისი სამაშველო აღჭურვილობა და ტექნიკა.

ქართველი მეხანძრე-მაშველების ჯგუფი, რომელიც თურქეთში გაემგზავრა, დაკომპლექტებულია მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებების განხორციელების მიმართულებით გადამზადებული მეხანძრე-მაშველებით.

ქართველი მეხანძრე-მაშველების სამაშველო საქმიანობის კოორდინაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი – თეიმურაზ მღებრიშვილი პირადად ხელმძღვანელობს.

დღესვე, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს, სულეიმან სოილუს, სამინისტროს სახელით, სამძიმრის წერილი გაუგზავნა და მომხდარის გამო მწუხარება გამოთქვა.

ბოლო ცნობებით, თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად, სირიასა და თურქეთში 1400-ზე მეტი ადამიანია დაღუპული და ეს მხოლოდ წინასწარი მონაცემებია.

Post navigation

Previous: ამიტომ დათმეს, მოუწიათ – მამუკა მდინარაძე “ნაც.მოძრაობაზე”
Next: დედოფლისწყაროს მერი ზემო მაჩხაანის, მირზაანისა და არბოშიკის მოსახლეობას შეხვდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.