Skip to content
03/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ამიტომ დათმეს, მოუწიათ – მამუკა მდინარაძე “ნაც.მოძრაობაზე”

მარშალ პრესი 06/02/2023

“ნაციონალური მოძრაობის” მელიას დანაყოფის წარმომადგენლები ცდილობენ მათი პარტია დემოკრატიულ ორგანიზაციად წარმოაჩინონ და პარტიის ახლადარჩეულ კომიკურ ხელმძღვანელებს ამუნათებენ, ჩვენ ხელისუფლებაც კი დავთმეთ დემოკრატიულად და პარტიაში რით ვერ ვიცავთ იგივე სტანდარტებსო.”- წერს “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში.

“სინამდვილეში, აქაც რეალობის გაყალბებას ცდილობენ. არაფრის დამთმობები ისინი არ იყვნენ, რომ არა ბიძინა ივანიშვილის მიერ უმაღლესი პილოტაჟით შესრულებული ურთულესი საჭადრაკო-პოლიტიკური პარტია, რის გამოც ისინი ჩიხში აღმოჩნდნენ და იძულებულები გახნენ დაეთმოთ ხელისუფლება! მიუხედავად იმისა, რომ აბსოლუტურად ყველაფერზე იყვნენ წამსვლელები! მიუხედავად იმისა, რომ გაყალბების, ხალხზე ზეწოლისა და შანტაჟის მასშტაბი, იყო წარმოუდგენელი – არც ამან უშველათ! ზუსტად იცოდნენ, რომ ხალხის ნების წინააღმდეგ წასვლის შემთხვევაში გაცილებით უარესს მიიღებდნენ.

ამიტომ დათმეს, მოუწიათ! ამ რეალობის ფონზე მათი განცხადებები ეროვნული დონის თუ შიდაპარტიულ საარჩევნო დემოკრატიაზე უბრალოდ ღიმილის მომგვრელია!”- წერს მდინარაძე.

Post navigation

Previous: 100 პროცენტიანი მატება პროდუქტების ფასებზე – პრემიერი მაღალი ფასების წინააღმდეგ კონკრეტული ღონისძიებების გატარებას გეგმავს
Next: ქართველი მაშველები თურქეთში გაემგზავრნენ, სადაც სამაშველო სამუშაოებში მიიღებენ მონაწილეობას (ვიდეო)

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.