Skip to content
03/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე

ოზურგეთის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე განცხადებას ავრცელებს

მარშალ პრესი 06/02/2023
მარიკა ჩხიკვიშვილი

ოზურგეთის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მარიკა ჩხიკვიშვილი სოციალურ ქსელში „გურიის მოამბის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და მას დეზინფორმაციას უწოდებს.

„ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან დაკავშირებული მედია საშუალებები არ ღალატობენ ჩვეულ რეჟიმს. აქტიურად აგრძელებენ პიროვნებების დისკრედიტაციისთვის დეზინფორმაციის გავრცელებას. ამჯერად მათი სამიზნე აღმოვჩნდი მე. გაზეთმა „გურიის მოამბემ“ გაავრცელა მორიგი დეზინფორმაცია, ჩემი და ჩემი ოჯახის შესახებ.

აღნიშნული ინფორმაცია გახლავთ თავიდან ბოლომდე სიცრუე და მიზანმიმართული ავანტიურა ჩემსა და ჩემი ოჯახის წინააღმდეგ.

აღნიშნული გამოცემის გაზეთი ინტენსიურად ავრცელებს მსგავსი სახის სიცრუით სავსე სტატიებს. მნიშვნელოვანია, მკითხველმა იცოდეს, რომ „გურიის მოამბე“-ს ნებისმიერი ინფორმაცია ჩემთან დაკავშირებით არის პირადი მოტივებით ნაკარნახევი და არცერთ სტატიას არანაირი კავშირი არა აქვს სიმართლესთან.

ჩემი ოჯახის წევრები, სხვა ათეულობით ოზურგეთელთან ერთად, კერძო სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომლები ჯერ კიდევ ჩემი სტუდენტობის დროიდან არიან. შესაბამისად, სიმართლესთან „ნეპოტიზმის ფაქტი“ რამდენად ახლოა საზოგადოებამ განსაზღვროს“, – წერს მარიკა ჩხიკვიშვილი.

Post navigation

Previous: ეს ხალხი გვდარაჯობს, როდის გაუარესდება მისი მდგომარეობა – ნინო ნადირაძე სააკაშვილზე
Next: შენ ბიჭო შ..გ ხომ არ გაქვს? – უკრაინაში მებრძოლი ვანო ნადირაძის პასუხი გიორგი ჩალაძის მუქარაზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.