Skip to content
04/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ეს ხალხი გვდარაჯობს, როდის გაუარესდება მისი მდგომარეობა – ნინო ნადირაძე სააკაშვილზე

მარშალ პრესი 06/02/2023
ნინო ნადირაძე

ფაქტია, რომ ეს ადამიანი 9 თვე ჩვენთან არის და ყველაფერს ვაკეთებთ მისი ჯანმრთელობისთვის, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ კლინიკა „ვივამედის“ გენერალურმა დირექტორმა, ნინო ნადირაძემ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა. მან უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ექსპრეზიდენტს კარდიოგენური შოკი ჰქონდა და აღნიშნა, რომ ყველა მისი მონაცემი სტაბილურია.

„გული მტკივა ჩემი პაციენტის გამო. როდესაც მე მისი ნებისმიერი პარამეტრის ცვლილებაზე ძალიან ავადმყოფური განცდა მაქვს, ეს ხალხი გვდარაჯობს, როდის გაუარესდება. ასეთი დამოკიდებულება პაციენტის მიმართ ჩემს პრაქტიკაში არ ყოფილა. ჩემ ცხოვრებაში ასეთიც მოხდა, როდესაც პაციენტის ცუდად ყოფნა ხალხს უხარია“, – აღნიშნა ნადირაძემ.

Post navigation

Previous: ათონელი ბერის მიმართვა ლევან ბერძენიშვილს (ვიდეო)
Next: ოზურგეთის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე განცხადებას ავრცელებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.