Skip to content
05/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

გიული ალასანიამ კურთხევა უკვე გასცა – თამთა მეგრელივილი

მარშალ პრესი 05/02/2023
თამთა მეგრელიშვილი

“ხალხის ძალის” წევრი თამთა მეგრელიშვილი გიული ალასანიას განცხადებას იმის შესახებ, რომ “ყველანაირი ფორმა მისაღებია” , სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ გიული ალასანია მზადაა მიხეილ სააკაშვილის სამართლისაგან გამოსახსნელად ყველა ანტისახელმწიფოებრივ ქმედებაში ჩაერთოს.

მეგრელიშვილი გიული ალასანიას ახსენებს, რომ ამგვარი მოწოდებები ისჯება ქართული კანონმდებლობით.

“ყოფილი ნაპრეზიდენტალის პოლიტიკურ ისტერიკებს “ნაციონალური მოძრაობის” ამ ძალადობისაკენ მიდრეკილი ექსტრემისტების საყოველთაო აგრესიული ტონალობა ერთვის თან.
ეს პათოლოგიური საზოგადოება ინტელექტუალური რეგრესის პირობებში ანტისახელმწიფოებრივ, ანტიკონსტიტუციურ მოწოდებებზე გადავიდა. პოლიტიკური კურთხევა დედა დედოფალმა, გიული ალასანიამ უკვე გასცა – ის მზადაა მიხეილ სააკაშვილის სამართლისაგან გამოსახსნელად ჩაერთოს ყველა ანტისახელმწიფოებრივ ქმედებაში, როგორებიცაა: სამოქალაქო დაპირისპირება, რევოლუცია სახელმწიფო გადატრიალება, მასობრივი სისხლისღვრა.

“დიახ, ყველანაირი ფორმა მისაღებია” – გიული ალასანია!

: ქალბატონო გიული, შეგახსენებთ, რომ თქვენ ცხოვრობთ სამართლებრივ სახელმწიფოში, სადაც ამგვარი მოწოდებები გნებავთ ინიციატივები ისჯება ქართული კანონმდებლობით. შეეგუეთ, რომ ქართულ მართლმსაჯულებასთან თქვენი ნაპრეზიდენტალი შვილის პოლიტიკური ისტერიკები უადგილო და უპერსპექტივოა. თქვენ წარმოიდგინეთ და კანონთან თქვენი პათოლოგიური მიდგომები დასჯადია!”– წერს მეგრელიშვილი.

Post navigation

Previous: ოღონდ პატიმარი დაიხსნან და სისხლიანი რეჟიმი დააბრუნონ, ომზეც კი თანახმა არიან
Next: ახალი კამპანია დაიწყეს ამ ნაძირლებმა – ზურაბ ქადაგიძე სააკაშვილის გარემოცვაზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.