Skip to content
21/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ოღონდ პატიმარი დაიხსნან და სისხლიანი რეჟიმი დააბრუნონ, ომზეც კი თანახმა არიან

მარშალ პრესი 05/02/2023
ლადო ბოჟაძე

საქართველოს გარე და შიდა მტრებო, ჩვენი ხელისუფლება და ხალხი არ დაუშვებს ქვეყანაში ქაოსს, დესტაბილიზაციას და ომს! საქართველოში იქნება მხოლოდ მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება, ვინც ამ პროცესს დაუპირისპირდება სახელმწიფოსგან და ხალხისგან მიიღებს უმკაცრეს პასუხს – ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი ვლადიმერ ბოჟაძე მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებას.

მისი თქმით, საქართველოში ომი არა მხოლოდ ქვეყნის გარეთ არსებულ პოლიტიკურ ძალებს უნდათ, არამედ როგორც დადასტურდა – ქართველებსაც.

„საქართველოში ომი, არა მხოლოდ ქვეყნის გარეთ არსებულ პოლიტიკურ ძალებს უნდათ, რომლებიც თითქმის 1 წელია ღიად და დაუფარავად ცდილობენ რუსეთ-უკრაინის ომში ჩვენ ჩართვას, არამედ როგორც დადასტურდა ქართველებსაც: ომის და ღალატის პარტიას, გამოქურქუმალვაითებულ ნაციონალურ მოძრაობას, რადიკალურ ოპოზიციას, მათდამი დაქვემდებარებული სამოქალაქო სექტორის და მედიის ნაწილს, ,,დიდ მეომრებს” გუბაზ სანიკიძეს და გიორგი ჩალაძეს, თუმცა ყველაზე საშიში და საზოგადოებისთვის აბსოლუტურად მიუღებელი, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებაა, რომ თურმე ყველანაირი ფორმა, მათ შორის ქაოსი, არეულობა, დესტაბილიზაცია, სახელმწიფო გადატრიალება, რევოლუცია (24 თებერვალს დაანონსეს ) და მათ შორის ომიც კი მისაღები ყოფილა, ოღონდ პატიმარი დაიხსნან და სისხლიანი რეჟიმი დააბრუნონ, ომზეც კი თანახმა არიან!

საქართველოს გარე და შიდა მტრებო, ჩვენი ხელისუფლება და ხალხი არ დაუშვებს ქვეყანაში ქაოსს, დესტაბილიზაციას და ომს! საქართველოში იქნება მხოლოდ მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება, ვინც ამ პროცესს დაუპირისპირდება სახელმწიფოსგან და ხალხისგან მიიღებს უმკაცრეს პასუხს!, – წერს ვლადიმერ ბოჟაძე.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიორგი ჩალაძის მხრიდან ომის შესახებ მუქარას, მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია გამოეხმაურა. პატიმარი ექსპრეზიდენტის დედის განცხადებით, მისთვის ყველანაირი ფორმა მისაღებია, რაც შედეგს მოიტანს და შეცვლის არსებულ ვითარებას.

Post navigation

Previous: გუბაზის და ჩალაძის მოწოდებებს ქუჩის ომისკენ გიული ალასანიას ხმაც შეემატა
Next: გიული ალასანიამ კურთხევა უკვე გასცა – თამთა მეგრელივილი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.