Skip to content
14/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ხათუნა ბურკაძე: ევროკომისიისგან მიღებული კითხვარი საქართველოსთვის ქმნის ისტორიულ შესაძლებლობას ერთიანობითა და რეფორმებით ევროინტეგრაციის პროცესი დავაჩქაროთ

მარშალ პრესი 12/04/2022
ხათუნა ბაკურაძე

რუსეთის სამხედრო აგრესიული მოქმედებებისადმი უკრაინის შეუპოვრობამ და სიმტკიცემ განაპირობა ევროკავშირის გაფართოების პროცესის ტრადიციული, პროცედურული მიდგომების შეცვლა, – ამის შესახებ ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ ამერიკისმცოდნეობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულების ხელმძღვანელმა, პროფესორმა ხათუნა ბურკაძემ განაცხადა.

„აუცილებელია კრემლის აგრესიული ქმედებების სამიზნე სახელმწიფოების დაცვისათვის არაორდინალური და სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება. ამ მიზანს ემსახურება, ვერსალის დეკლარაციის საფუძველზე, „ასოცირების ტრიოს“ მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ წარდგენილი განაცხადების შესწავლის დაწყება. ევროკომისიისგან მიღებული კითხვარი საქართველოსათვის ქმნის ისტორიულ შესაძლებლობას ერთიანობითა და რეფორმებით ევროინტეგრაციის პროცესი დავაჩქაროთ“, – განაცხადა ხათუნა ბურკაძემ.

მისი თქმით, ევროპული ერთობა მნიშვნელოვანი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება თანამშრომლობის, სოლიდარობის გზით მეტი შესაძლებლობების შექმნა ეროვნული სისტემების ეკონომიკური, პოლიტიკური და სამართლებრივი განვითარებისთვის და, ამავდროულად, მათი ინტეგრაცია საერთო ფასეულობებზე დაფუძნებულ გაერთიანებაში.

„საქართველოსათვის ევროკავშირში წევრობა ნიშნავს სამართლის უზენაესობაზე დაფუძნებული დემოკრატიული ინსტიტუტების საბოლოოდ ჩამოყალიბებას და უსაფრთხო, თავისუფალი, სამართლიანი გარემოს ფარგლებში საქართველოს მოქალაქეების განვითარებისათვის, კეთილდღეობისათვის ახალი შესაძლებლობების შექმნას“, – აღნიშნა ხათუნა ბურკაძემ.

„ისტორიულად, საქართველო, როგორც ევროპული ცივილიზაციის ნაწილი, ყოველთვის მიისწრაფოდა და მიისწრაფვის ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობისკენ. საქართველოს საგარეო პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია ევროკავშირში სრულფასოვანი ინტეგრაცია. ჩვენი ისტორიული არჩევანი საქართველოს კონსტიტუციითაა განმტკიცებული, რაც გულისხმობს კონსტიტუციური ორგანოების მიერ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში ყველა ზომის მიღებას ევროკავშირში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად“, – განაცხადა ხათუნა ბურკაძემ.

მისივე თქმით, ქვეყნის უზენაესი კანონის აღსრულება მოითხოვს ძალთა კონსოლიდაციას და თვისებრივად ახალი, ინოვაციური მიდგომებით ევროკავშირისათვის იმის ჩვენებას, რომ საქართველო პოლიტიკური, ეკონომიკური, სამართლებრივი კრიტერიუმების გათვალისწინებით იმსახურებს კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.

„ეს კი აუცილებელი წინაპირობაა გარდამტეხი ცვლილებებისა და ქვეყნის ევროპული ოჯახის სრულფასოვან წევრად ქცევისათვის“, – დასძინა ხათუნა ბურკაძემ.

Continue Reading

Previous: საწვრთნელ ბაზა მანავში, სპეციალური დანიშნულების საკვალიფიკაციო პროგრამის მე-19 ნაკადის გამოშვების საზეიმო ცერემონიალი გაიმართა
Next: პოლიციამ 2 აპრილს თბილისში მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტის გამოძიების ფარგლებში კიდევ 1 პირი დააკავა – სულ დაკავებულია 8 პირი

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025