Skip to content
21/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

საწვრთნელ ბაზა მანავში, სპეციალური დანიშნულების საკვალიფიკაციო პროგრამის მე-19 ნაკადის გამოშვების საზეიმო ცერემონიალი გაიმართა

მარშალ პრესი 12/04/2022
თავდაცვა

საწვრთნელ ბაზა მანავში, სპეციალური დანიშნულების საკვალიფიკაციო პროგრამის მე-19 ნაკადის გამოშვების საზეიმო ცერემონიალი გაიმართა, – ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში მსმენელებმა ჯვარედინი და სპეციალისტების მომზადება გაიარეს, ასევე შეისწავლეს მცირე ქვედანაყოფების ტაქტიკა და დაგეგმვის პროცესი. პროგრამა შემაჯამებელ სწავლებასაც მოიცავდა.

მსმენელებმა ასევე გაიარეს კავშირგაბმულობის, საცეცხლე, აერომობილური, სამედიცინო და ტაქტიკური მომზადება. საკვალიფიკაციო პროგრამისთვის შერჩეულ რეინჯერთა მხოლოდ 30%-მა შეძლო და დააკმაყოფილა კურსის ურთულესი გზა.

კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურმა პოლკოვნიკმა თეიმურაზ ყლატეიშვილმა გადასცა და წარმატება უსურვა.

Continue Reading

Previous: სკანდალური შეხვედრა ბაკურიანის რუმსში! მთავარ საკითხი ხელისუფლების დამხობის გეგმის შემუშავება იყო, რაშიც რადიკალური ოპოზიციის ყველა წარმომადგენელი მონაწილეობდა
Next: ხათუნა ბურკაძე: ევროკომისიისგან მიღებული კითხვარი საქართველოსთვის ქმნის ისტორიულ შესაძლებლობას ერთიანობითა და რეფორმებით ევროინტეგრაციის პროცესი დავაჩქაროთ

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025