ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 2023 წელს სოფლის მეურნეობის სფეროში დაგეგმილი პროექტების პრეზენტაცია გაიმართა.
მინისტრმა ზაზა შავაძემ მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი პროგრამების და სიახლეების შესახებ ისაუბრა.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე სოფლის მეურნეობის სფეროს გაძლირებას შეეხო და მან ადგილობრივი პროდუქციის წარმოების ზრდას გაუსვა ხაზი.
შეხვედრაზე პროგრამების პრიორიტეტებზე, მემცენარეობის და მეცხოველეობის ჯიშთგანახლებაზე, მაღალეფექტური მრავალწლიანი ხეხილოვანი კულტურების განვითარების ხელშეწყობაზე და ადგილობრივი პროდუქციის წარმოებაზე ისაუბრეს.
სამინისტრო, 2023 წელს, სოფლის და სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამას განახორციელებს. სოფლად მეწარმეობის განვითარების, სასოფლო-სამეურნეო გაერთიანებებისა და საოჯახო მეურნეობების გაძლიერებისთვის 4 904 500 ლარი დაიხარჯება.
მიმდინარე წლის მნიშვნელოვანი პრიორიტეტი აგროსერვისის განვითარებაა, რომლის დაფინანსება 4 436 128 ლარს შეადგენს.
სახნავ-სათესი ფართობების უფასოდ დამუშავებისთვის 1 505 510 ლარი დაიხარჯება.
შეხვედრას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლები, მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები ესწრებოდნენ.
