Skip to content
18/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

კონკრეტული ადამიანები გვემუქრებიან ყველა – “ვივამედი”-ს კლინიკური დირექტორი

მარშალ პრესი 31/01/2023
ზურაბ ჩხაიძე

კონკრეტული ადამიანები გვემუქრებიან ყველა ექიმს, უკვე გადავიდნენ მუქარებზე. არა კონკრეტულად ჩვენზე, არამედ ოჯახის წევრებზეც ,- ამის შესახებ კლინიკა „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ განაცხადა.

„გუშინ გავიმეორეთ PCR-ტესტი, მივიღეთ უარყოფითი პასუხი. ასევე, გადამოწმდა სხვადასხვა ლაბორატორიული ანალიზი და უნდა ითქვას, რომ ლაბორატორიული მონაცემების კუთხით არის გაუმჯობესება. ვესაუბრეთ საბადრაგო სამსახურს, პერსონალურ ექთანს, რომელიც იმყოფება იქვე და მათ გონების კარგვა უშალოდ არ უნახავთ. პაციენტის გადმოცემით, მან წამიერად დაკარგა წონასწორობა და ადგილი ჰქონდა დაცემას. ზეწოლა მუდმივად ხდებოდა, მაგრამ, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში კლინიკის პერსონალი მუშაობს წარმოუდგენელი წნეხის, მუქარების ქვეშ. კონკრეტული ადამიანები გვემუქრებიან ყველა ექიმს. წარმოუდგენელი სტრესის ქვეშ მუშაობს პერსონალი, იმიტომ, რომ უკვე გადავიდნენ მუქარებზე – არა კონკრეტულად ჩვენზე, არამედ ოჯახის წევრებზეც“, – აღნიშნა ჩხაიძემ.

კლინიკა „ვივამედის“ დირექტორის, ნინო ნადირაძის განცხადებით, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მიხეილ სააკაშვილი რეანიმაციულ განყოფილებაშია გადაყვანილი, სიცრუეა. ნადირაძის თქმით, პაციენტი იმყოფება თავის პალატაში და რეანიმაციულ განყოფილებაში გადაყვანას არ საჭიროებს.

Post navigation

Previous: ლევან ხაბეიშვილი ჩემი ფავორიტი იყო, მალე გააგდებენ ამ თანამდებობიდან – კახა კალაძე
Next: ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჟიოს ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.