Skip to content
17/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ლევან ხაბეიშვილი ჩემი ფავორიტი იყო, მალე გააგდებენ ამ თანამდებობიდან – კახა კალაძე

მარშალ პრესი 31/01/2023
კახა კალაძე

„ლევან ხაბეიშვილი ჩემი ფავორიტი იყო, ისე მოემზადა ამ არჩევნებისთვის, შეუძლებელი იყო, მას არ მოეგო“ – თბილისის მერი, კახა კალაძე მედიასთან პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში ლევან ხაბეიშვილის გამარჯვებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ საზოგადოებას აჩვენებს, როგორი არ უნდა იყოს ოპოზიცია.

„ლევან ხაბეიშვილი ჩემი ფავორიტი იყო. მე ამასთან დაკავშირებით არაერთხელ მისაუბრია. შეუძლებელი იყო, ლევანს არ მოეგო, ისე მოემზადა ამ არჩევნებისთვის და ფიზიკურადაც დაეტყო. ერთი რამ შემიძლია გითხრათ, „ნაციონალური მოძრაობა“ არის პარტია, რომელიც აჩვენებდა საზოგადოებას, თუ როგორი არ უნდა იყოს ხელისუფალი. გვახსოვს, როგორ ექცეოდა მოსახლეობას. დღეს, როდესაც ოპოზიციაში არიან ისინი, საზოგადოებას აჩვენებენ, როგორი არ უნდა იყოს ოპოზიცია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, ლევან ხაბეიშვილის უკან ვანო მერაბიშვილი და დავით კეზერაშვილი დგანან.

„რეალურად ხაბეიშვილი არავინ არის. ის ვანო მერაბიშვილისა და დავით კეზერაშვილის მიერ დროებით დასმული ხელქვეითია. დარწმუნებული ვარ, მალე გააგდებენ ამ თანამდებობიდან, როგორც ნიკა მელია გააგდეს. ნახეთ, ისინიროგორი ბინძური მეთოდებით ებრძოდნენ ერთმანეთს. ეს არის მათი ხელწერა. შეუძლებელია, შეიცვალონ ეს ადამიანები და ამ პარტიის სულისკვეთება. ჩვენ გვახსოვს ხელისუფლებაში მათი ყოფნის დრო რას კადრულობდნენ, ფაქტობრივად, ყველა ადამიანზე კომპრომატი ჰქონდათ. დღესაც პარტიაში საკუთარი გუნდის

წევრებს წერენ. ეს გააკეთეს მელიასთან მიმართებაში. ეს მათი საქმეა. თუმცა, ცხადია, რომ დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე კეზერაშვილი- მერაბიშვილი არიან“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძე სტრასბურგში მართავს უმაღლესი დონის შეხვედრებს, შემდეგ ევროპის საბჭო აკეთებს უმნიშვნელოვანეს განცხადებას და უპირობოდ აღიარებს საქართველოს ევროპულ მომავალს
Next: კონკრეტული ადამიანები გვემუქრებიან ყველა – “ვივამედი”-ს კლინიკური დირექტორი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.