Skip to content
17/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ლევან, წინ გადაგეფარები – მეგი გოცირიძემ ხაბეიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა

მარშალ პრესი 30/01/2023
მეგი გოცირიძე

მეგი გოცირიძემ “ნაციონალური მოძრაობის” ახალარჩეულ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილს გამარჯვება მიულოცა და მხარდაჭერა გამოუცხადა.

“ენმ” მიშას დაფუძნებული ბრენდია! ყოველთვის ვაპროტესტებდი, როცა მის თავმჯდომარეს ტალახს ესროდნენ! ახლაც იგივეს გავაკეთებ თუ მიშას დაფუძნებულ ბრენდის თავმჯდომარეს ტალახის სროლას დაუწყებს ვინმე!

ვამბობდი და გავიმეორებ, პირველი ბრიფინგის ჩატარების წამიდან ამ დრომდე, ენმ მხოლოდ დაზიანდა, მიშას სიცოცხლის ხანგრძლივობა კიდევ უფრო მეტად შემცირდა და ჯანმრთელობის ხარისხი გაუარესდა, ეს არ იყო არჩევნები, ეს იყო ბრძოლა, წესების გარეშე… ჩემთვის არ ჰქონდა მნიშვნელობა ვინ გაიმარჯვებდა, რადგან ორივე მხარს მეგობრები იყვნენ ?არა! რა საკვირველია ჰქონდა და თანაც დიდი!!!

“ენმ”-ს ჰყავს ახალი თავმჯდომარე?!- ჰყავს! აირჩია ამომრჩევლის უმრავლესობამ-აირჩია! პატივს ვცემ მათ არჩევანს? რაღა თქმა უნდა! არის ხაბეიშვილი, ჩემთვის ძვირფასი და იყო ის ჩემი ძმაკაცი? დიახ! მხარი დავუჭირე მას? -არა! რატომ? იმიტომ, რომ ჩავთვალე, არ ჰქონდა საკმარისი გამოცდილება ამოდენა ტვირთის ზიდვის, არის სულით მებრძოლი? -დიახ! შვილივით, ძმასავით მიყვარდა და ვგულშემატკივრობდი ყველა აქტივობაში?! დიახ! ასე იქნება დღეის შემდეგაც? უფრო მეტადაც!

ლევან, ახლა მოგილოცო გამარჯვება თუ დაველოდო მიშას სიცოცხლის გადარჩენას და მერე? – არ ვიცი, ვერ ჩამოვყალიბდი  გვერდით მიგულე, წინ გადაგეფარები ყველა ბრძოლაში, სადაც დაგჭირდები საქართველოსთვის “- წერს მეგი გოცირიძე.

Post navigation

Previous: დღეს ფულმა და არაფორმალურმა გავლენებმა გაიმარჯვა – ნუგზარ წიკლაური
Next: ავსტრიის კანცლერის თქმით, საქართველო ძალიან სწორი მიმართულებით მიდის

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.