Skip to content
16/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

დღეს ფულმა და არაფორმალურმა გავლენებმა გაიმარჯვა – ნუგზარ წიკლაური

მარშალ პრესი 30/01/2023
ნუგზარა წიკლაური

დღეს ფულმა და არაფორმალურმა გავლენებმა გაიმარჯვეს – ასე აფასებს “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ნუგზარ წიკლაური, პარტიის თავმჯდომარედ ლევან ხაბეიშვილის არჩევას.

წიკლაური ამბობს, რომ ამის მიუხედავად, წასვლას არ აპირებს “ნაციონალური მოძრაობიდან”.

“უპირველესად, დიდი მადლობა და პატივისცემა ნაციონალური მოძრაობის ყველა მხარდამჭერს გამოხატული პოზიციის გამო.

დემოკრატიული ტრადიცია, რასაც ჩვენი პოლიტიკური ძალა ამკვიდრებს, არის ფასდაუდებელი ყოველი ჩვენგანისთვის და მთელი ქვეყნისთვის.

ამავე დროს, მიმაჩნია და ვალდებული ვარ, ვთქვა, რომ დღეს ფულმა და არაფორმალურმა გავლენებმა გაიმარჯვეს პოლიტიკაზე და პოლიტიკურ იდეალებზე, რაც არის ზიანის მომტანი საერთო საქმისთვის.

პოლიტიკური მიზნები უცვლელია: მიხეილ სააკაშვილის და პოლიტიკური პატიმრების თავისუფლება და ივანიშვილის რუსული რეჟიმის დამარცხება.

ცხადია, არსად წასვლას არ ვაპირებ ნაციონალური მოძრაობიდან, რადგან ეს პარტია მიმაჩნია ქართულ ეროვნულ მოძრაობად, რომლის ნაწილად ვთვლიდი თავს ბავშვობიდან დღემდე.”– წერს წიკლაური.

Continue Reading

Previous: არჩევნები ნაცმოძში წარიმართა მნიშვნელოვანი დარღვევების ფონზე, სახეზე იყო კარტოფილით და ბოლოკით ამომრჩეველთა მოსყიდვის მცდელობები
Next: ლევან, წინ გადაგეფარები – მეგი გოცირიძემ ხაბეიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025