Skip to content
02/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ფულმა და არაფორმალურმა გავლენებმა გაიმარჯვა პოლიტიკაზე – ნონა მამულაშვილი ხაბეიშვილის გამარჯვებაზე

მარშალ პრესი 30/01/2023
ნონა მამულაშვილი

ფულმა და არაფორმალურმა გავლენებმა გაიმარჯვა პოლიტიკაზე – ასე გამოეხმაურა ნონა მამულაშვილი ლევან ხაბეიშვილის გამარჯვებას.

მამულაშვილმა გამარჯვება მიულოცა ხაბეიშვილს, თუმცა პოსტის ბოლოში აღნიშნა კეზერაშვილის გავლენები და ფულის ფაქტორი არჩევნების შედეგებზე.

“ვულოცავ ლევანს გამარჯვებას! დიდი მადლობა ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო არჩევნებში და დიდი მადლობა მათ, ვინც მე დამიჭირა მხარი.

აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ არჩევნების შედეგები არ მაძლევს იმედის საფუძველს, რომ დაიწყება ისეთი პროცესი, რაც დღეს ჩვენს ქვეყანას სჭირდება. სამწუხაროდ, ეს ჯერ კიდევ წინასაარჩევნო გარემომ აჩვენა…

ლევანს ბევრ წარმატებას ვუსურვებ, პრობლემა ახლა ის არ არის. პრობლემა ისაა, რომ დიდ სურათში – ფულმა და არაფორმალურმა გავლენებმა გაიმარჯვა პოლიტიკაზე.
მინდა მჯეროდეს, რომ ის შედეგი არ დადგება, რაც როგორც წესი, ასეთ შემთხვევებში დგება ხოლმე.”- წერს მამულაშვილი.

Continue Reading

Previous: არქიმანდრიტი იოსებ ბურჯანაძე გარდაიცვალა
Next: პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ახალი პროგრამა იწყება

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025