Skip to content
19/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

არქიმანდრიტი იოსებ ბურჯანაძე გარდაიცვალა

მარშალ პრესი 30/01/2023
21045

გელათის მამათა მონასტერში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაშავებული არქიმანდრიტი იოსებ ბურჯანაძე გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია ქუთაის-გაენათის ეპარქია ავრცელებს.

“დღეს 30 იანვარს, გარდაიცვალა გელათის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მამათა მონასტრის არქიმანდრიტი იოსებ ბურჯანაძე. უფალმა მართალთა თანა დააწესოს სული მისი. გთხოვთ ლოცვებში მოიხსენიოთ ახალშესვენებული არქიმანდრიტი იოსები,” – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცეცხლი, დაახლოებით, 2 კვირის წინ მამათა მონასტრის სტუმრებისთვის გამოყოფილ სენაკში გაჩნდა. არქიმანდრიტმა იოსებ ბურჯანაძემ 44%-იანი დამწვრობა მიიღო. ის დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული.

Post navigation

Previous: ანუ, მიშა გაწირეს – ნანა კაკაბაძე
Next: ფულმა და არაფორმალურმა გავლენებმა გაიმარჯვა პოლიტიკაზე – ნონა მამულაშვილი ხაბეიშვილის გამარჯვებაზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.