Skip to content
20/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

„კრედიტ სუისი“ გამოიყენება პოლიტიკური შანტაჟისთვის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ

მარშალ პრესი 29/01/2023
ირაკლი კობახიძე

შვეიცარიული ბანკი „კრედიტ სუისი“ გამოიყენება პოლიტიკური შანტაჟისთვის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. ამის თაობაზე მას პრაქტიკულად ღია მინიშნებები ჰქონდა თავის წერილში. ვფიქრობ, ეს ყველასთვის ცხადია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირასთან“ საუბრისას განაცხადა.

„თავად „კრედიტ სუისიც“ არ მალავს პოლიტიკურ კონტექსტს, რომელიც ამ საქმეს თან ახლავს. რეალურად, ეს არის ძარცვის საქმე. ეს არის აბსოლუტურად ღია ძარცვის საქმე. თანხების განკარგვის უფლებას არ აძლევენ ბიძინა ივანიშვილს, რაც არის წარმოუდგენელი. ჩვენ ვიცით, როგორ შენდებოდა შვეიცარიული საბანკო სისტემის რეპუტაცია. ბანკი თვითონვე ანგრევს არამარტო საკუთარ, არამედ მთელი შვეიცარიული საბანკო სისტემის რეპუტაციას. რისთვის შეიძლება ეს ყველაფერი უღირდეს? ეს საზოგადოებამ განსაჯოს. ჩვენთვის ნათელია, რომ ამის უკან დგას ერთადერთი რამ – პოლიტიკური შანტაჟის მცდელობა.

შანტაჟის მცდელობაზე მინიშნებები ივანიშვილმაც გააკეთა. ეს არის განზრახვა, რომ საქართველო იყოს ჩართული სამხედრო კონფლიქტში, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს უკრაინაში. ეს ადამიანი არავითარ შემთხვევაში შანტაჟს არ დაექვემდებარება და მით უმეტეს მეორე მხარეს დგას ის, რაც შეიძლება იყოს უკიდურესი ზიანის მომტანი საქართველოსთვის. საუბარია ქვეყნის თვითგანადგურებაზე ხელის მოწერაზე. ამას ბიძინა ივანიშვილი არ გააკეთებს. 2012 წელს სიცოცხლის რისკის ფასად შემოვიდა ქართულ პოლიტიკურ პროცესში, რათა ქვეყანაში რადიკალურად შეცვლილიყო უკეთესობისკენ ვითარება და ის არ მოაწერს ხელს საკუთარი ქვეყნის განადგურებას“, – აცხადებს კობახიძე.

Post navigation

Previous: მე აღარ შემიძლია მანდ მუშაობა – სააკაშვილის ყოფილი ექთანი დუმილს არღვევს (ვიდეო)
Next: აგვისტოს შემდეგ, ვანო ეუბნება სააკაშვილს: „მიშა, ხომ იცი, რუსების გარეშე ძალაუფლებაში ვერ დავრჩებით, ვერ გავძლებთო“ – პეტრე მამრაძე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.