Skip to content
22/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

ნიკოლაი ტიმჩენკო უკრაინის მმართველი პარტიიდან გარიცხეს

მარშალ პრესი 27/01/2023
ნიკოლაი ტიმჩენკო

უკრაინის მმართველი პარტიის, „ხალხის მსახურის“ დეპუტატი ნიკოლაი ტიშჩენკო, ტაილანდში გამგზავრების გამო, პარტიიდან გარიცხეს. როგორც ტაილანდში უკრაინის საელჩოს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ტიშჩენკოს 27 იანვარს ბანგკოკში უკრაინულ დიასპორასთან შეხვედრა აქვს დაგეგმილი.

ნიკოლაი ტიშჩენკოს ტაილანდში გამგზავრებას გამოეხმაურა ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ლიდერი, დავით არახამია და პარტიის თავმჯდომარე ოლენა შულიაკს მისი პარტიიდან გარიცხვისაკენ მოუწოდა.

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების, ასევე თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილებით და პრეზიდენტ ზელენსკის განკარგულებით, უკრაინელ სახელმწიფო მოხელეებს, მათ შორის დეპუტატებს საომარ პერიოდში ქვეყნიდან გასვლა აეკრძალათ, გამონაკლისს მხოლოდ სამსახურებრივი მივლინებები წარმოადგენს.

Post navigation

Previous: გახარიასთან კოალიციის შექმნამ “ნაც.მოძრაობას” ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა – გიორგი მუმლაძე
Next: დღეს ნამდვილად გვაქვს უკეთესი საქართველო, ვიდრე ის იყო ათი წლის წინ – არჩილ თალაკვაძე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.