Skip to content
22/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გახარიასთან კოალიციის შექმნამ “ნაც.მოძრაობას” ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა – გიორგი მუმლაძე

მარშალ პრესი 27/01/2023
გიორგი მუმლაძე

„ძალიან დიდი დარტყმა პარტიას რამაც მიაყენა, მათ შორის ნიჰილიზმის დათესვის კუთხით, არის გიორგი გახარიასთან კოალიციის შექმნა,“– ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატმა, გიორგი მუმლაძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით „ნაციონალური მოძრაობის“ კოალიცია გიორგი გახარიასთან იყო კატასტროფა პარტიისთვის.

„გიორგი გახარიასთან კოალიციის შექმნამ პრაქტიკულად ჩამოშალა ის ინფრასტრუქტურა, რომელი ინფრასტრუქტურის ნაწილიც იყო ძალიან ბევრი ჩვენი პატრიოტი ადამიანის მხარდაჭერა მათ შორის ღიად და ჩვენ გამოვჩნდით ადამიანები, რომლებიც მთელი ამ წლების განმავლობაში გიორგი გახარიას ვაძახებდით რომ რუსია, თვალები დაგვთხარა, როდიონოვს ვამსგავსებდით ამ ადამიანს და უცებ იქმნება კოალიცია. ამაზე მე მქონდა ჩემი საჯარო პოზიცია და პირდაპირ ვთქვი მიუხედავად იმისა, რომ ბევრს ეს არ მოეწონა, ეს იყო კატასტროფა პარტიისთვის. მართლაც ასე მოხდა და ახლა როგორ გინდა დააჯერო კიდევ ერთხელ ხალხი რომ შენ ანტისახელმწიფოებრივ ნაბიჯს არ გადადგამ.“- განაცხადა გიორგი მუმლაძემ.

Post navigation

Previous: ლევან ხაბეიშვილმა ილია ჭავჭავაძის ცენტრში დისკუსია გამართა
Next: ნიკოლაი ტიმჩენკო უკრაინის მმართველი პარტიიდან გარიცხეს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.