Skip to content
20/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ივანიშვილის მიმართ მოთხოვნა იყო, რომ პოლიტიკაში დაბრუნდეს და კურსი შეცვალოს, მაგრამ მან მკაფიოდ განაცხადა, რომ პოლიტიკაში დაბრუნება არაფრის ფასად არ უღირს

მარშალ პრესი 26/01/2023
ირაკლი ქადაგიშვილი

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ქადაგიშვილის განაცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა მკაფიოდ განაცხადა, რომ არ აპირებს პოლიტიკაში დაბრუნებას და არაფრის ფასად არ უღირს პოლიტიკაში დაბრუნება.

ირაკლი ქადაგიშვილს კითხვა დაუსვეს რამდენიმე უცხოური მედიასაშუალების მიერ გამოქვეყნებულ CS Victims-ის სტატიაზე, სადაც ნათქვამია, რომ ბიძინა ივანიშვილი „კრედიტ სუისთან“ სამართლებრივ დავაში არსებულ პოლიტიკურ ზეწოლას ადასტურებს.

ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, ფაქტობრივად, ბიძინა ივანიშვილს არაფორმალური სანქციები დაუწესეს.

„ბიძინა ივანიშვილის მიმართ მოთხოვნა იყო, რომ პოლიტიკაში დაბრუნდეს და საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკური კურსი შეცვალოს. ფაქტობრივად, ბიძინა ივანიშვილს არაფორმალური სანქციები დაუწესეს, მაგრამ მან მკაფიოდ განაცხადა, რომ არ აპირებს პოლიტიკაში დაბრუნებას და არაფრის ფასად არ უღირს პოლიტიკაში დაბრუნება, მათ შორის იმ მიზნით, რომ საქართველო მეორე ფრონტის ნაწილი გახდეს.

საქმე გვაქვს არაფორმალურ პოლიტიკურ პროცესთან, რადგან რეზოლუციას ფორმალურად არანაირი ფასი არ აქვს. საქართველოს გარშემო ჰიბრიდული ომი მიმდინარეობს, რისთვისაც აღქმას აქვს მნიშვნელობა და არა – ფაქტობრივ მოცემულობას. სამწუხაროდ, დღეს უფრო პოპულარულია ფარატინა ფურცელი, აღქმები და კულუარებში ქმედება, ვიდრე ღია და საჯარო პოლიტიკა“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

Continue Reading

Previous: ნაცმოძრაობის განცხადებები, რომ თურმე ტინი კოქსის მხარდაჭერა არის კრემლის კანდიდატის ლობირება, არის მორიგი მცდელობა, ძირი გამოუთხარონ აბსოლუტურად ყველაფერს ევროპულს
Next: “ნაციონალური მოძრაობა” კოალიციურად, იქნება მთავარი პარტია, რომელიც ხელისუფლებაში მოვა – აკო მინაშვილი

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025