Skip to content
05/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩს შეხვდა

მარშალ პრესი 24/01/2023
326192948_1624817124664637_5298474124716574568_n

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩს საქართველოში აჰმედ იბრაჰიმ აჰმედ თაჰერ ალ ნუაიმის შეხვდა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საუბარი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს შეეხო.

მთავრობის მეთაურმა დიპლომატს საქართველოში ელჩად დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

ხაზგასმით აღინიშნა, რომ არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი იყო დამატებითი წინ გადადგმული ნაბიჯი ქვეყნებს შორის მეგობრობისა და პარტნიორობის გაძლიერებისკენ. პრემიერმა ელჩს არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში მისი ვიზიტის დროს გაერთიანებული საამიროების მთავრობის მხრიდან გამოჩენილი სტუმართმოყვარეობისა და გულთბილი მიღებისთვის მადლობა გადაუხადა.

ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის არსებულ მეგობრობას და მჭიდრო პარტნიორობას. გამოითქვა მზადყოფნა სხვადასხვა სფეროში არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გასაღრმავებლად.

Post navigation

Previous: წადით ახლა და მიჩივლეთ სტრასბურგში – ზვიად ავალიანი
Next: სასამართლოზე ორგანიზებული შეტევების და ხელოვნური დისკრედიტაციის ანატომია – ზურაბ ქადაგიძის წერილი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.