Skip to content
05/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

წადით ახლა და მიჩივლეთ სტრასბურგში – ზვიად ავალიანი

მარშალ პრესი 24/01/2023
ზვიად ავალიანი

„ლევან ბერძენიშვილს, თურმე, აქვს უფლება, გალანძღოს ყველა და ყველაფერი, შეგვიგინოს მკვდარი და ცოცხალი, მოღალატეებად და აგენტებად გამოაცხადოს არა მხოლოდ ისტორიული ფიგურები, არამედ ამჟამად მცხოვრები ადამიანებიც (მაგალითად, კათალიკოს-პატრიარქი ილია), მაგრამ თავად ლევან ბერძენიშვილის გალანძღვა, თურმე, უკულტურობაა“, – ასე ეხმიანება პოლიტოლოგი ზვიად ავალიანი ლევან ბერძენიშვილის მხარდასაჭერად გაკეთებულ განცხადებებს.

„ჰოდა, იცით, რას გეტყვით, ბატონებო? მიმიფურთხებია მე თქვენი ნეოლიბერალური კულტურისთვის. ბოლოს და ბოლოს, რა კერპები და ღმერთებიც გყავთ, ზუსტად იმ მასშტაბის კულტურა შექმენით ბოლო 30 წლის განმავლობაში.

ჰოდა, კიდევ: ორჯერ მიმიფურთხებია მე თქვენი ორმაგი სტანდარტებისთვის, სადაც საქართველოს მოქალაქის პრეზერვატივზე გამოსახვა, თურმე, გამოხატვის თავისუფლებაში ჯდება, მაგრამ ლევან ბერძენიშვილს, თურმე, არავინ შეიძლება უთხრას ის, რასაც მასზე საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ფიქრობს.
წადით ახლა და მიჩივლეთ სტრასბურგში“, – წერს ავალიანი “ფეისბუკის” საკუთარ გვერდზე.

Post navigation

Previous: გედევან ფოფხაძე 24 თებერვლიდან “ქართული ოცნების” პოლიტიკურ განაჩენს აანონსებს
Next: ირაკლი ღარიბაშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩს შეხვდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.