IMG.GE ___________________________________ IMG.GE

„ქუთაისში ყველა უბანს, ყოველ ქუჩას თავისი ნიშა აქვს ქალაქის ცხოვრებაში. საუკეთესო ქალაქური ტრადიციების მქონე უბნები გვაქვს და თითოეულ მათგანს შესაბამისი დამოკიდებულება სჭირდება ჩვენგან”, – განაცხადა „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ზაზა ლომინაძემ მოსახლეობასთან შეხვედრისას.

ზაზა ლომინაძე გამარჯვების ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ორგანოში მოსახლეობას შეხვდა და იმ პროექტებზე ისაუბრა, რომლებსაც „ქართული ოცნების“ გუნდი ქუთაისში ახორციელებს. ასევე, სამომავლო პროგრამებზე, რომლებიც უკვე განსაზღვრულია ან მოსახლეობასთან შეხვედრების დროს დაიგეგმება.

,,ბუხაიძის, ჭონქაძის, ზვიად გამსახურდიას ქუჩების მცხოვრებლები, რომლებთანაც მქონდა წინასაარჩევნო შეხვედრა, ქუთაისისთვის ბევრ საჭირბოროტო საკითხზე მესაუბრნენ. ისინი არც მადლობას იშურებენ გაკეთებული ქუჩების, სკვერების, სპორტული მოედნების, კორპუსებს შორის მისასვლელი გზების გამო და არც თავიანთ პრობლემებზე საუბარს ერიდებიან. ბუხაიძის ქუჩის ერთ-ერთი უმწვავესი პრობლემა მდინარე ოღასკურას პერიოდული ადიდება და მისგან გამოწვეული უსიამოვნებები იყო. გასულ წელს, მდინარის კალაპოტი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწესრიგდა.

გამარჯვების ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ორგანოში ჯერ კიდევ ბევრი საკითხია გადასაწყვეტი. გვაქვს შანსი ამ საკითხების ქალაქის და მოსახლეობის სასიკეთოდ მოგვარებისა და ეს შანსი ყველამ ერთად უნდა გამოვიყენოთ”, – განაცხადა ზაზა ლომინაძე.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება