Skip to content
02/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

რა მოწიეთ ერთად და თან ამდენი?! – თამთა მეგრელიშვილი ოპოზიციას

მარშალ პრესი 23/01/2023
თამთა მეგრელიშვილი

ქართულ სახელმწიფოს ისევ დასცინიან “სტრატეგია-აღმაშენებლის“, „დროასა“ და „გირჩი-მეტი თავისუფლების“ თავმჯდომარეები და ამ ხალხის იდეური თანამოაზრენი, რომლებიც ქართულ სახელმწიფოსთან საბრძოლოდ წინა ხაზის “წინა” ხაზზე ეროვნულ განმათავისუფლებელი მისიით გამოვიდნენ – წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი.

როგორც მეგრელიშვილი აღნიშნავს, ამ ხალხის მიერ სახელმწიფოებრივ იდეაზე საუბარი საზოგადოების დაცინვაა. შესასწავლია ამ ხალხის პოლიტფსიქოლოგიური სინდრომი, სახელმწიფოებრივი იდეით სახელმწოფოსავე ღალატი. ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას შემდეგ ეს ხალხი, ამ დიდი იდეით უბრალოდ აქამდე არსებული ყველანაირი კანონზომიერების დარღვევაა.

„ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა ახლა ალბათ საფლავში ტრიალებენ … რა მოწიეთ ერთად და თან ამდენი?! ქართულ სახელმწიფოს ისევ დასცინიან
“სტრატეგია-აღმაშენებლის“, „დროასა“ და „გირჩი-მეტი თავისუფლების“ თავმჯდომარეები და ამ ხალხის იდეური თანამოაზრენი, რომლებიც ქართულ სახელმწიფოსთან საბრძოლოდ წინა ხაზის “წინა” ხაზზე ეროვნულ განმათავისუფლებელი მისიით გამოვიდნენ.

“გიორგი ვაშაძე: უპრეცედენტო დღეა.. პოლიტიკოსები, საზოგადო მოღვაწეები, ეროვნული მოძრაობის წევრები.. უზენაესი საბჭოს წევრები.. ექსპერტული წრეები.. ერთად ვდგავართ.. ცივილიზაციური სამყაროს მხარეს.. ესაა ხალხის არჩევანი.. სწორედ ამ არჩევანს ცდილობს გადახედოს მოქმედმა ხელისუფლებამ.. ისინი გავიდნენ კონსტიტუციური ჩარჩოებიდან.. ჩვენ ამას ვერ შევეგუებით”…

აკია ბარბაქაძის განცხადებით- ” იწყებენ ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობას, რომელიც დასრულდება დეოკუპაციით, საქართველოში მოხდება განთავისუფლება კოლაბორაციონიზმისაგან, ხოლო მიტაცებული მოძრაობა დაუბრუნდება ხალხს. აცხადებს, რომ დგანან ერთად, იბრძოლებენ ერთად ბოლომდე”…

ამ წრიდან, აქ ამ “დიადი მიზნით” გამოსული თითოეული ადამიანი პოლიტიკური ლუზერობის და მოღალატის მკაფიო მაგალითია, ის პოლიტიკური საჩუქარი (საარჩევნო დაბალი ბარიერი) და მხოლოდ ამით მოპოვებული ძალაუფლება მათი მხრიდან მხოლოდ ანტისახელმწიფოებრივ იდეას ხმარდება.

ფულით ნაყიდი მათი ექსპერტები, სამოქალაქო საზოგადოების წევრები და ყველა ერთად, მოცემულობით რადიკალური ოპოზიცია ბნელ კასრშია და ერთმანეთს ხელისცეცებით ცნობენ, ამიტომ ბოლო ხმაზე კივიან!

ამ ხალხის მიერ სახელმწიფოებრივ იდეაზე საუბარი საზოგადოების დაცინვაა. პოლიტიკური მეორედ მოსვლაა სახელმწიფოებრივ საქმეებზე საუბრისას გვერდით დაიყენო რუსული სახელმწიფოს აგენტი საქართველოში ლიაკა ხოშტარია.

აღარაფერს ვამბობ ჯაფარიძეზე, რომელმაც კაიფს გემო გაუგო და ახლა სახელმწიფობანას თამაშით კაიფობს.

შესასწავლია ამ ხალხის პოლიტფსიქოლოგიური სინდრომი, სახელმწიფოებრივი იდეით სახელმწოფოსავე ღალატი. ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას შემდეგ ეს ხალხი, ამ დიდი იდეით უბრალოდ აქამდე არსებული ყველანაირი კანონზომიერების დარღვევაა. ჯაფარ, როცა გამოფხიზლდებით, სტატუსით მოიწერეთ- რაღაც აგვერია,… Sorry… „ – წერს მეგრელიშვილი facebook – ზე.

შეგახსენებთ, დღეს ელენე ხოშტარიამ, გიორგი ვაშაძემ, ზურაბ ჯაფარიძემ, გედევან ფოფხაძემ, აკია ბარბაქაძემ და მათმა თანამოაზრეებმა 24 თებერვალს უკრაინის მხარდამჭერი აქცია დააანონსეს, რომელიც პარალელურად საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგაც იქნება მიმართული.

Post navigation

Previous: ქვეყნის პრეზიდენტმა ყველაზე კარგად იცის, ის რასაც ტირაჟირებენ სანქციებთან დაკავშირებით, დიდი ტყუილია. თუ ვერ აცნობიერებს ამას, სიცრუეში მაინც ნუ აჰყვება საქართველოს მოწინააღმდეგეებს
Next: ამ დეზინფორმაციულ ფერხულში ნებსით თუ უნებლიეთ აღმოჩნდა CNN – სოსო არჩვაძე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.