Skip to content
14/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობა“ სახელმწიფოს 100-ჯერ უფრო მძიმე ზიანს აყენებს, ვიდრე ამის გაკეთება “ალტ-ინფოს” შეუძლია

მარშალ პრესი 30/03/2022
ირაკლი კობახიძე ქართული

„ნაციონალური მოძრაობა“ სახელმწიფოს 100-ჯერ უფრო მძიმე ზიანს აყენებს, ვიდრე ამის გაკეთება “ალტ-ინფოს” შეუძლია, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

კობახიძის თქმით, საქართველოში არა ერთი ტელევიზიაა, რომელიც აგრესიის, სიძულვილის, პოლარიზაციის პროპაგანდას ახორციელებს, თუმცა მათ წინააღმდეგ კანონმდებლობა უძლურია.

“პრორუსული პარტიები სამწუხაროდ, ჩვენ პარლამენტშიც გვყავს. ეს არის სამწუხარო რეალობა. თუ ამასთან დაკავშირებით სამართლებრივი მექანიზმების ფარგლებში რაიმე რეაგირება შეიძლება, რა თქმა უნდა, შეგვიძლია ეს გავაკეთოთ. სამწუხარო რეალობაა ის, რომ ასეთ დროს რთულია ხოლმე რეაგირება.

იგივე ეხებათ ტელევიზიებსაც. არის არაერთი ტელევიზია საქართველოში, რომელიც აგრესიის, სიძულვილის, პოლარიზაციის პროპაგანდას ახორციელებს და აქაც სამწუხაროდ, კანონმდებლობა არის უძლური. მე მგონი, ისინიც რუსეთიდან ფინანსდებიან.

„ნაციონალური მოძრაობა“ ბევრად უფრო მძიმეა, იმიტომ რომ ისინი არჩევნებში მონაწილეობენ, არჩევნებში გარკვეულ წარმატებებს აღწევენ, მათ ბევრად უფრო გავლენიანი მედია რესურსები აქვთ. შესაბამისად, ისინი სახელმწიფოს 100-ჯერ უფრო მძიმე ზიანს აყენებენ, ვიდრე ამის გაკეთება “ალტ-ინფოს” შეუძლია”, – განაცხადა კობახიძემ.

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძე – პრეზიდენტმა 5 ელჩი არ დანიშნა, ერთის გათავისუფლებაზე კი უარი თქვა – ეს არის დოკუმენტურად დადასტურებული, არსებობს ოფიციალური მიმოწერა პრეზიდენტსა და მთავრობას შორის
Next: დიდიე რეინდერსი: ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.