Skip to content
02/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

თავდაცვის სამინისტროს „ზურგის ვირთხები” ომის დროს უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის განკუთვნილ საკვებზე უფრო მეტ ფულს შოულობენ, ვიდრე სამშვიდობო პერიოდში – უკრაინული მედია

მარშალ პრესი 21/01/2023
uKR

თავდაცვის სამინისტროს „ზურგის ვირთხები” ომის დროს უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის განკუთვნილ საკვებზე უფრო მეტ ფულს შოულობენ, ვიდრე სამშვიდობო პერიოდში, – ამ სათაურით ვებგვერდ ZN.UA-ზე ჟურნალისტ, იუნი ნიკოლოვის სტატია გამოქვეყნდა.

როგორც ის წერს, უკრაინის შეიარაღებულ ძალებში მისმა წყაროებმა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მიერ გაფორმებული შეთანხმება მიაწოდეს, რომელიც 6 ოლქში სამხედრო ნაწილებში დისლოცირებული ჯარისკაცების კვებას შეეხება.

როგორც ნიკოლოვი აღნიშნავს, 13,16 მილიარდი გრივნის ღირებულების შეთანხმება 2022 წლის 23 დეკემბერს არის გაფორმებული. მას შედარებისთვის მოჰყავს ამავე რეგიონებში 2021 წელს ჯარისკაცების კვების შესახებ გაფორმებული ხელშეკრულება, სადაც პროდუქტებზე ფასები განსახვევებულია. კერძოდ, როგორც სტატიაშია აღნიშნული, ყველაზე გაყიდვად პროდუქტებზე ფასები 2-3-ჯერ მეტია.

„ინფლაციის გათვალისწინებითაც კი, განსახვავება გაოცებას იწვევს, რადგან 1 წლის განმავლობაში ფასებზე ზრდამ 26,6% შეადგინა და არა 266“, – ვკითხულობთ სტატიაში.

Post navigation

Previous: დიახ, თქვენი მამა გმირია – ირმა ინაშვილი
Next: პირდაპირი ავიაფრენების აღდგენით მოიგებს მხოლოდ საქართველო და მისი ეკონომიკა – კახა კუკავა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.