Skip to content
01/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

დიახ, თქვენი მამა გმირია – ირმა ინაშვილი

მარშალ პრესი 21/01/2023
ირმა ინაშვილი

“პატრიოტთა ალიანსი”-ს მთავარი მდივანი ირმა ინაშვილი, საგარეჯოში მომხდარ ტრაგედიას ეხმიანება:

“საგარეჯო ლხინის, სიყვარულის, სიმღერისა და ლამაზი იუმორის მხარეა, უკეთილშობილესი ხალხი ცხოვრობს აქ: ნიჭიერი, მშრომელი, უბოროტო და მართალი. ასეთი დამწუხრებული საგარეჯო არავის ახსოვს. ყველას გული და თვალი ტირის. საგარეჯოსთან ერთად, მთელი საქართველო ცრემლიანია…

ამდენი ახალგაზრდა შეეწირა გუშინდელ უბედურებას… მათ ოჯახებში რა ტკივილი დუღს, ეს ჩემთვის აღარ დამთავრებულა კოტეს მერე და მათთვისაც უსასრულო იქნება… არავინ მემეტება ასეთი ტკივილისთვის. ვიზიარებ კიდევ ერთხელ…

პოლიციელებს რომ მიადგებიან და ხან პროფესიონალიზმს უწუნებენ და ხან- სახელმწიფოებრივ აზროვნებას, რამდენმა პოლიციელმა გვაჩვენა თავდადების მაგალითი, რამდენი შეეწირა პროფესიული მოვალეობის შესრულებას? საუბედუროდ, საკმაოდ ბევრი და აი, გუშინ 37 წლის ოთარ ღვინაშვილი… მის შვილებს ვეუბნები: დიახ, თქვენი მამა გმირია. არ ვიცი, ხალხო, რა გვჭირს ამისთანა…”– წერს ირმა ინაშვილი.

Post navigation

Previous: 10 დღეში დამთავრდება ეს განუკითხაობა – ლევან ხაბეიშვილი
Next: თავდაცვის სამინისტროს „ზურგის ვირთხები” ომის დროს უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის განკუთვნილ საკვებზე უფრო მეტ ფულს შოულობენ, ვიდრე სამშვიდობო პერიოდში – უკრაინული მედია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.