საგარეჯოში მომხდარ თავდასხმაზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. უკვე რამდენიმე საათია, გამოკითხვაზე იმყოფებიან თავდამსხმელის შვილები და ყოფილი ცოლი.
სწორედ ამ გამოკითხვის შემდეგ შესაძლოა გაირკვეს, რა გახდა თავდასხმის მოტივი. ამბის მთავრი თვითმხილველია თავდამსხმელის ერთ-ერთი შვილი, რომელიც სროლის დაწყებისას, მამასთან ერთად სახლში იყოფებოდა.
თავდასხმის მოტივთან დაკავშირებით „ქრონიკისთვის“ რამდენიმე ვერსია გახდა ცნობილი. როგორც ადგილობრივები და თვითმხილველები აცხადებენ, სროლამდე მამა-შვილს შორის იყო დაპირისპირება. ადგილობრივების თქმით, თავდამსხმელის შვილი ბინიდან გამოსვლას რამდენიმე საათის განმავლობაში ვერ ახერხდება, მას შემდეგ კი, რაც კაცმა თავის მეზობლებს ცეცხლი გაუხსნა, ბიჭმა ბინის დატოვება შეძლო და ყვიროდა, რომ მამამისს არ მიკარებოდნენ, რადგან მას 2000 ვაზნა ჰქონდა.
„ქრონიკის“ ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე გრძელდება. ამასთან, სამართალადამცველებს დამნაშავის ბინაში დახვდათ საბრძოლო მასალა და იარაღები, რომლებიც ექსპერტ-კრიმინალისტებმა უკვე დალუქეს და ისინი ნივთმტკიცების სახით, საქმეში ჩაიდო.
საგარეჯოში მომხდარი თავდასხმის შედეგად 6 ადამიანი გარდაიცვალა და 5 დაშავდა.
