Skip to content
04/03/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

მთელი ქვეყანა შეგვძრა საგარეჯოში მომხდარმა ტრაგედიამ

მარშალ პრესი 20/01/2023
ანრი ოხანაშვილი

მთელი ქვეყანა შეგვძრა საგარეჯოში მომხდარმა ტრაგედიამ. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს, ახლობლებსა და სრულიად საქართველოს, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აცხადებს.

„ვუსამძიმრებ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მინისტრ ვახტანგ გომელაურს პოლიციის უფროსი ლეიტენანტის, ოთარ ღვინაშვილის დაღუპვას, რომელიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გმირულად დაიღუპა. დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ!“, – ნათქვამია ოხანაშვილის განცხადებაში.

საგარეჯოში მომხდარი თავდასხმის შედეგად 6 ადამიანი გარდაიცვალა და 5 დაშავდა.

19 იანვარს, საგარეჯოში შეიარაღებულმა პირმა საკუთარი სახლის აივნიდან ცეცხლი ავტომატიდან ქუჩაში მყოფ ხალხს გაუხსნა. გარდაცვლილთაგან 4 კორპუსის ეზოში მყოფი ადამიანია, ერთი – შემთხვევის ადგილზე მისული პოლიციელი, რომელიც საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა, ერთი კი თავად თავდამსხმელი, რომელმაც სპეცოპერაციის დაწყებამდე სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

პირი, რომელიც საგარეჯოს ცენტრში ისროდა, 48 წლის ნოდარ ათუაშვილი იყო. ყოფილი სამხედრო თავდაცვის სამინისტროს 2006-21 წლებში მუშაობდა. მონაწილეობდა ავღანეთის მისიაშიც. საგარეჯოში სპეცოპერაცია რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ადგილზე იმყოფებოდა შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური.

Post navigation

Previous: იმდენად გადაგვარებულები არიან, რომ უბედურებით სარგებლობის გარდა, სხვა ვერაფრით ახერხებენ საკუთარი ნაძირლობის რეალიზებას
Next: ბიჭმა ბინის დატოვება შეძლო და ყვიროდა, რომ მამამისს არ მიკარებოდნენ, რადგან მას 2000 ვაზნა ჰქონდა – ახალი დეტალები საგარეჯოში მომხდარი შემთხვევის შესახებ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.