Skip to content
18/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ჩვენ შევქმენით პლატფორმა „დაიცავი მშვიდობა“, რათა გაირკვეს, რა მოხდა 2008 წლის ომის დაწყების წინ – ლევან მამალაძე

მარშალ პრესი 13/01/2023
ლევან მამალაძე

ჩვენ შევქმენით პლატფორმა „დაიცავი მშვიდობა“, რათა გაირკვეს, რა მოხდა 2008 წლის ომის დაწყების წინ, რა გარიგება იყო სააკაშვილსა და რუსეთს შორის, რომელმაც გამოიწვია უმძიმესი შედეგები საქართველოსთვის და ხელისუფლების მესვეურთა გამდიდრება, მათ შორის იმ 2,5 მილიარდი დოლარის გაფლანგვა-მითვისება, რომელიც გამოყოფილი იყო ცხინვალის რეგიონიდან დევნილებისთვის, – ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში პლატფორმის „დაიცავი მშვიდობა“ ინიციატორმა, „სტრატეგიული დაგეგმარების ცენტრის“ ხელმძღვანელმა, ლევან მამალაძემ განაცხადა.

„ჩვენ დამაჯერებლად ვსაუბრობთ იქიდან გამომდინარე, რა ინფორმაციაც არსებობს. პირველი წყარო არის სააკაშვილის და მისი ხელისუფლების განცხადებები. ისინი აცხადებდნენ, რომ მათ ჰქონდათ მოლაპარაკებები რუსეთთან. რით უნდა აიხსნას ის, რომ დამარცხებულ ქვეყანაში, ოკუპირებული ტერიტორიებით, მათ ოფშორულ კომპანიებში და პირად ანგარიშებზე მოხდა თანხების უზარმაზარი შემოდინება. მათ ჩამოიყვანეს დიდი ნაკადი რუსი ბიზნესმენებისა, რომლებსაც გადასცეს სტრატეგიული ობიექტები.

გამოდის, რომ საქართველო დამარცხდა, ქართველი ხალხი დამარცხდა, ისინი კი გამდიდრდნენ. ეს არის ყველაზე მძიმე შედეგი, რომელიც გამოძიებული უნდა იყოს. ჩვენთან უამრავი ადამიანი მოდის და კონკრეტულ ფაქტებს ასახელებს. ამიტომ გადავწყვიტეთ, შევქმნათ საზოგადოებრივი საგამოძიებო კომისია, სადაც ეს მასალები შეიკრიბება და ჩვენ დავეხმარებით პროკურატურას, რომ ეს გამოძიება სწრაფად წარიმართოს.

ჩვენ შედეგებით ვხელმძღვანელობთ – რა ახსნა აქვს იმას, როცა შეიარაღებას, ტერიტორიებს გადასცემ საჩუქრად, მიატოვებ მეომრებს, ოფიცრებს და ყველა პირობა შექმნილია იმისთვის, რომ რუსეთი შემოვიდეს, ტერიტორია დაიკავოს და შემდგომ ეს ხალხი გამდიდრდეს. რუსეთის მაშინდელი და დღევანდელი შეიარაღება აბსოლუტურად განსხვავებულია და როდესაც მშვიდობაზე ვსაუბრობთ, მაშინ საქართველოს შეეძლო გმირული წინააღმდეგობა გაეწია და არა მიეტოვებინათ ის ბიჭები, რომლებიც გმირულად დაიხოცნენ, მათ მართლა შეეძლოთ წინააღმდეგობა გაეწიათ. მაგრამ იქ სამხედრო მართვა არ არსებობდა. ეს შესასწავლი საკითხია, პოლიტიკური ლიდერები, სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელები მართავდნენ ამ პროცესს და არა გენერალური შტაბი“, – აცხადებს ლევან მამალაძე.

Post navigation

Previous: დონეცკელ რუსებს “დაუზაკაზეს” ჩემი თავი – ელისო კილაძე
Next: ლაშა დამენიასგან 1 აღიარება და 1 ტყუილი მოვისმინეთ – ვლადიმერ ბოჟაძე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.