Skip to content
17/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

გიული ალასანიას ჩანაწერთან დაკავშირებით ძალიან მარტივად შეიძლება გადაწყდეს ყველაფერი – რატი იონათამიშვილი

მარშალ პრესი 13/01/2023
რატი იონათამიშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრ რატი იონათამიშვილის გამოხმაურება გიული ალასანიას ჩანაწერთან დაკავშირებით:

გიული ალასანიას ჩანაწერთან დაკავშირებით ძალიან მარტივად შეიძლება გადაწყდეს ყველაფერი – თავადვე ჩაატარონ ექსპერტიზა და ექსპერტიზამ დაადგინოს:

1 – ავთენტიკურია, თუ არა ჩანაწერი
2 – ჩანაწერი არის, თუ არა უწყვეტი, ან არის თუ არა მასში უწყვეტი ფრაზები.
3 – არის თუ არა, ფრაზებს შორის წყვეტა (რაც აზრის შეცვლის შესაძლებლობას გააჩენდა), ან გადაადგილებულია თუ არა სიტყვები ამ ფრაზებში.

აი, ეს მარტივი კითხვები ყველაფერს ბოლომდე ნათელს მოჰფენს. ფაქტია, რომ სხვა მოსაუბრის, თუ მოსაუბრეების ხმა, ჩანაწერიდან ამოჭრილია. ამიტომ, მხოლოდ ერთი მარტივი კითხვა – არის თუ არა, ჩანაწერი მონტაჟი, ეჭვშეუტანლად პოზიტიურ პასუხს მიიღებს და საზოგადოებას კიდევ უფრო დააბნევს. ამიტომ, იმ ელემენტალურ კითხვებზე პასუხი, რაც მე ჩამოვთვალე, ბოლომდე დაადგენს სიმართლეს ასპროცენტიანი სიზუსტით.

ვნახოთ, გაბედავენ თუ არა ამის გაკეთებას. თუმცა, როგორც ჩანს, ჩანაწერის სისწორეში ეჭვი არავის ეპარება. თავად ნაცებმა, უფრო კონკრეტულად კი სააკაშვილოს ფლანგმა, ამ დრომდე სწორდ ამიტომ არ გამოთქვეს ექსპერტიზის ჩატარების სურვილი.

თუ ექსპერტიზის ჩატარება არ უნდათ, მაშინ მელიამ ის მაინც გაამხილოს, ვინ იწერდა გიული ალასანიას საუბრებს, ჯერ კიდევ სააკაშვილის საქართველოში კონტრაბანდულად შემოპარვამდე”– წერს იონათამიშვილი.

Post navigation

Previous: გიული ალასანიას საუბრის ჩანაწერი გაიგზავნოს ექსპერტიზაზე და მივხვდებით, არის თუ არა ავთენტური
Next: მართლა არ მჯერა “ბოიშვილი ვიყო”, თუ ასე გავაგრძელეთ, რომ 2024-ში იმათ რამე ვუქნათ – ზურაბ ჯაფარიძე (ვიდეო)

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.