Skip to content
04/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

გიული ალასანიას საუბრის ჩანაწერი გაიგზავნოს ექსპერტიზაზე და მივხვდებით, არის თუ არა ავთენტური

მარშალ პრესი 13/01/2023
გურამ მაჭარაშვილი

საზოგადოებაში რომ არ იყოს ეჭვები, გიული ალასანიას საუბრის ჩანაწერი გაიგზავნოს ექსპერტიზაზე და მარტივად მივხვდებით, არის თუ არა ავთენტური, რითიც კითხვები მოიხსნება, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წარმომადგენელმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

როგორც გურამ მაჭარაშვილმა აღნიშნა, ჩანაწერის მიმართ საზოგადოებრივი ინტერესი მაღალია, რადგან გიული ალასანიამ ისეთ საკითხებზე ისაუბრა, რაც ყურადღების ღირსია, მათ შორის ის, რომ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით რუსეთის ფაქტორი მნიშვნელოვანია.

„გიული ალასანიამ ჩანაწერის ნაწილი დაადასტურა, მათ შორის ის, რომ უკრაინაში სააკაშვილის დასარწმუნელად ჩავიდა, რაღაცები არ დაადასტურა და თქვა, რომ არ ახსოვს. იმისთვის, რომ საზოგადოებაში არ იყოს ეჭვები, ეს ჩანაწერი გაიგზავნოს ექსპერტიზაზე და მარტივად მივხვდებით, არის თუ არა ავთენტური, რითიც კითხვები მოიხსნება და ალბათ გიული ალასანიაც გაიხსენებს, მსგავსი საუბარი იყო თუ არა ორი წლის წინ და მისი ხმა იყო თუ არა ეს“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა აუდიოჩანაწერი გაავრცელა. ტელეკომპანიის ცნობით, აუდიოჩანაწერში, რომლის ავთენტურობაც დადასტურებული არ არის, გიული ალასანია ოპოზიციის წარმომადგენლებს „პარაზიტებს“ უწოდებს. ჩანაწერში გიული ალასანია ასევე საუბრობს სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებაში რუსეთის ფაქტორზე. ტელეკომპანიის ცნობით, აუდიოჩანაწერი გაკეთებულია მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლამდე და უცნობია, ვის ესაუბრება გიული ალასანია.

Continue Reading

Previous: ფირი ნამდვილია – მაია ორჯონიკიძე ნიკა მელიას საუბრის ჩანაწერზე
Next: გიული ალასანიას ჩანაწერთან დაკავშირებით ძალიან მარტივად შეიძლება გადაწყდეს ყველაფერი – რატი იონათამიშვილი

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025