Skip to content
04/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ამ ჩანაწერით მელიამ სააკაშვლის ფლანგი საერთო პატრონებთან ჩაუშვა

მარშალ პრესი 12/01/2023
მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძე „რუსთავი 2“-ის მიერ გამოქვეყნებულ აუდიოჩანაწერს ეხმაურება, რომელშიც სავარაუდოდ გიული ალასანია ფიგურირებს. შესაბამისი პოსტი „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა Facebook-ზე გამოაქვეყნა.

„გუშინდელი ჩანაწერის ათასგვარი ინტერპრეტაცია მოვისმინე და წავიკითხე. რეალურად, ამ ჩანაწერით მელიამ სააკაშვილის ფლანგი თავიანთ საერთო პატრონებთან და დავალების მიმცემებთან ჩაუშვა და მტკიცებულებაც დაუდო, ესენი რუსულ ინტერესებსაც ითვალისწინებენ დღემდე და ხანდახან მათი აზრი დასავლეთის აზრზე უფრო აინტერესებთო.

ამავე დროს, თავიანთ ისედაც იმედგაცრუებულ მომხრეებშიც ძალიან სერიოზული დარტყმა მიაყენა და თავისი გინების გამართლება და გადაფარვაც სცადა.რეალობა ეს არის და შეთქმულების თეორიების გამოგონება ამ ამბავს არ ჭირდება. მართლა საოცარი ხალხია, რისი დატრიალებაც ქვეყანაში სურდათ, საკუთარ ჩამოშლილ პარტიაში დაატრიალეს“, – წერს მდინარაძემ.

აუდიომასალა, რომელიც, სავარაუდოდ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებამდეა ჩაწერილი, „რუსთავი2-ს“ წყარომ მიაწოდა. ჯერჯერობით ჩანაწერის ავთენტურობა დადასტურებული არ არის.

Post navigation

Previous: ლევან ხაბეიშვილის თქმით, მას ამჯერად შუაგული კრემლიდან ებრძვიან
Next: ცრუ ლიბერალური ღირებულებები ერთი დიდი საპნის ბუშტია, რომელიც დროსთან ერთად სკდება -“პანდა” ვიდეომიმართვას ავრცელებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.