ლევან ხაბეიშვილის თქმით, მას ამჯერად შუაგული კრემლიდან ებრძვიან. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს და ერთ-ერთ რუსულ არხზე, საქართველოს მოქალაქე შოთა აფხაიძის ჩართვას ციტირებს, რომელიც მასზე საუბრობს.
“ტვ იმედი”, პოსტვ” და სხვა სამთავრობო, რუსული მედია პროპაგანდისტების შემდეგ ახლა უკვე “შუაგული” კრემლიდან მებრძვიან მე და ჩემს მეგობრებს, თანამებრძოლებს… როგორც ჩანს საქართველოში შეწუხებული რუსი ოლიგარქები კრემლში “მიჩივიან” – ეგ გვამხელსო – წერს ხაბეიშვილი.
შოთა აფხაიძის კომენტარის ქართული ვერსია:
“შექმნეს ასეთი ცენტრი, ეწოდება ანტიკორუფციული ცენტრი, რომლის სათავეში არის არახამიას უახლოესი გარემოცვა- ეს არის ლევან ხაბეიშვილი, რომელიც არის სააკაშვილის პარტიის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეობის პრეტენდენტი. ეს არის სააკშვილი პარტია , ომის პარტია , ასეც შეიძლება ითქვას
ლაშა ფარულავა, ასევე არახამიას ახლო გარემოცვა და დესტრუქციული ოპოზიციის ცნობოლო ლიდერი , ვასილ ურუშაძე. ადამიანები გუშინ არ გამოჩენილან პოლიტიკაში. სააკაშვილის პერიოდიდან არიან ნაც მოძრაობის და დესტრუქციული ოპოზიციის აქტიური ფრთა.
ესენი საკუთარ თავზე იღებენ ყველა, ასე ვთქვათ “ შავ სამუშაოს“. დიდი ხანი კულისებში იყვნენ, თუმცა ახლა გამოვიდნენ წინა ფლანგზე. ჩაწოდება რა თქმა უნდა არახამიას მხრიდან მოხდა – დაფინანსება რა თქმა უნდა იქიდან მოდის” – ამბობს შოთა აფხაიძე ვიდეოში.
