Skip to content
18/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ვოლოდიმირ ზელენსკი ნორვეგიის პარლამენტს – ყველა იარაღს, რომლითაც შეგიძლიათ დაგვეხმაროთ, გამოვიყენებთ მხოლოდ ჩვენი და თქვენი თავისუფლების დასაცავად

მარშალ პრესი 30/03/2022
ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნორვეგიის პარლამენტში გამოსვლისას დეპუტატებს მოუწოდა, დამატებითი შეიარაღება მიაწოდონ უკრაინას და რუსულ ხომალდებს საზღვაო პორტებით სარგებლობის საშუალება არ მისცენ.

ნორვეგიის პარლამენტისადმი მიმართვისას ზელენსკიმ ითხოვა გემსაწინააღმდეგო რაკეტები, Harpoon ტიპის რაკეტები, საჰაერო სარაკეტო სისტემები და ტანკსაწინააღმდეგო იარაღი.

„ყველა იარაღს, რომლითაც შეგიძლიათ დაგვეხმაროთ, გამოვიყენებთ მხოლოდ ჩვენი და თქვენი თავისუფლების დასაცავად. ამასთან, რუსეთს არ უნდა შეეძლოს თავისუფლად ისარგებლოს მსოფლიო პორტებით. ეს არის გლობალური საზღვაო უსაფრთხოების საკითხი“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი უკრაინის საზღვაო პორტებს ბლოკავს, რაც მეკობრეობას უტოლდება. ზელენსკის თქმით, მთელი კონტინენტის მომავალი ახლა უკრაინაში წყდება.

Continue Reading

Previous: გერმანია მზადაა უკრაინის უსაფრთხოების გარანტორი იყოს
Next: ირაკლი კობახიძე – პრეზიდენტმა 5 ელჩი არ დანიშნა, ერთის გათავისუფლებაზე კი უარი თქვა – ეს არის დოკუმენტურად დადასტურებული, არსებობს ოფიციალური მიმოწერა პრეზიდენტსა და მთავრობას შორის

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025