IMG.GE ___________________________________ IMG.GE

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის პატიმრობაში დატოვების არანაირი ფაქტობრივი გარემოება არ არსებობს. დავაყენებთ გირავნობას, ქონების უზრუნველყოფით 50 000 ლარის ოდენობით, – ამის შესახებ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული ირაკლი წაქაძის ადვოკატმა, გაიოზ ჩარკვიანმა განაცხადა.

ადვოკატის ინფორმაციით, არ არსებობს ფაქტობრივი გარემოებები იმასთან დაკავშირებით, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პატიმრობაში დატოვონ.

„არანაირი ფაქტობრივი გარემოებები არ არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პატიმრობაში დატოვონ. არც მიმალვის საფრთხე არსებობს, არც მოწმეებზე ზემოქმედება და არც მტკიცებულების განადგურების. ჩვენ დავაყენებთ გირავნობას, ქონების უზრუნველყოფით 50 000 ლარის ოდენობით, რაც საკმარისია 126-ე მუხლის შესაბამისად, რომ გაითვალისწინონ და დაფიქრდნენ. მაგრამ ნაკლებად გვაქვს იმედი, რომ რაიმეს დააკმაყოფილებენ. 19 ივნისიდან მოყოლებული ჩემი დაცვიქვეშ მყოფი ირაკლი წაქაძე თანამშრომლობს გამოძიებასთან, ყველგან ცხადდებოდა. მან ერთადერთხელ მისცა ჩვენება და ამის შემდეგ მის მიმართ საგამოძიებო მოქმედებები არ ჩაუტარებიათ. ცალკე წარმოება უნდა წავიდეს 126-ე მუხლით, პირველი ეპიზოდი, სადაც მოხდა დაპირისპირება, ცალკე წარმოებად უნდა იყოს,” – განაცხადა გაიოზ ჩარკვიანმა.

ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 ივნისს მიმართა. 4-დღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს. აღნიშნულ საქმეზე დაკავებულია 17 პირი, მათგან 6 არასრულწლოვანია.

პროკურატურამ შაქარაშვილის საქმეზე „ტოიოტა ქამრის“ მგზავრების – 5 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით ჩადენილი დანაშაულისთვის დაიწყო, რაც განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობას გულისხმობს. აღნიშნულ საქმეზე ბრალი ვახტანგ ჩიქოვანს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, არასრულწლოვნებს ა.ქ.-ს და ზ.ხ.-ს დაუმძიმდათ.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება