Skip to content
03/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

შეიძლება მეფიქრა მთვრალია და შეეშალა თქო – ლევან ნიკოლეიშვილი მარგველაშვილზე

მარშალ პრესი 05/01/2023
ლევან ნიკოლეიშვილი

ლევან ნიკოლეიშვილი გიორგი მარგველაშვილის განცხადებას გამოუხმაურა, რომლის თანახმადაც პრეზიდენტის ადგილზე, მიხეილ სააკაშვილს სასჯელს გადაუვადებდა. როგორც ნიკოლეიშვილი წერს, გიორგი მარგველაშვილი შეგნებულად იტყუება.

პრეზიდენტს ზუსტად იმდენის უფლება აქვს რაც კანონში წერია, რისი უფლებაც არა აქვს იმას ვერც გააჩენს და ვერც მოიგონებს. ეს ყველაფერი კი მინიმუმ ნაპრეზიდენტალმა უნდა იცოდეს! მისივე თქმით, ყოფილი პრეზიდენტისგან ძალიან სამარცხვინოა!

“ამ ადამიანის ბახუსთან დამოკიდებულებას თუ გავითვალისწინებთ, შეიძლება მეფიქრა მთვრალია და შეეშალა თქო. თუმცა არც ნაბახუსევზე გამოირჩევა დიდი გამჭრიახობით. აქ კი უბრალოდ შეგნებულად იტყუება, პრეზიდენტს ზუსტად იმდენის უფლება აქვს რაც კანონში წერია, რისი უფლებაც არა აქვს იმას ვერც გააჩენს და ვერც მოიგონებს. ეს ყველაფერი კი მინიმუმ ნაპრეზიდენტალმა უნდა იცოდეს! მაშ რა ხდება, ან სერიუზულ უვიცობასთან გვაქვს საქმე, ან ჩვეულებრივ პოპულიზმთან, უფრო კი სრულიად შეგნებულად საზოგადოების შეცდომაში შეყვანასთან. ყოფილი პრეზიდენტისგან კი ეს უბრალოდ ძალიან სამარცხვინოა!”– წერს ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

Post navigation

Previous: ირაკლი ღარიბაშვილმა ანტიკორუფციული ბიუროს უფროსობის კანდიდატების შესარჩევი საკონკურსო კომისიის პირველი სხდომა გახსნა
Next: მეტი სერიოზულობით მოეკიდეთ საქმეს, თორემ თქვენი პროფესიული საცოდაობით დავიღალე – თამთა მეგრელიშვილი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.