Skip to content
15/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

ევროკომისიის პრეზიდენტი: ევროკავშირი უკრაინის გვერდით დგას – მხარს ვუჭერთ უკრაინის გმირულ ბრძოლას

მარშალ პრესი 02/01/2023
ევრო კომისისს პრეზიდენტი~

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა და უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სატელეფონო საუბარი გამართეს. ინფორმაციას ამის შესახებ ევროკომისიის პრესსამსახური ავრცელებს.

„ევროკავშირი უკრაინის გვერდით დგას. ჩვენ მხარს ვუჭერთ თქვენს გმირულ ბრძოლას. ბრძოლა თავისუფლებისთვის და სასტიკი აგრესიის წინააღმდეგ. ჩვენ გეხმარებით ზამთრის პერიოდში გენერატორებით, ნათურებით, თავშესაფრებითა და სასკოლო ავტობუსებით. ჩვენ ვაგრძელებთ ძლიერ ფინანსურ დახმარებას. მალე ჩვენ დავიწყებთ 18 მილიარდი ევროს [ფინანსური] მხარდაჭერის პაკეტის ყოველთვიური ტრანშების გაცემას. მოუთმენლად ველი თქვენთან შეხვედრას უკრაინაში“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

Post navigation

Previous: სტოლტენბერგი: დასავლეთი მზად უნდა იყოს უკრაინის გრძელვადიანი მხარდაჭერისთვის
Next: “ამოყავით ახლა საცივიდან თავი და გასაგებად ამიხსენით მე გაუგებარს – ელისო კილაძე ნაც.მოძრაობას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.