Skip to content
18/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

სტოლტენბერგი: დასავლეთი მზად უნდა იყოს უკრაინის გრძელვადიანი მხარდაჭერისთვის

მარშალ პრესი 02/01/2023
სტოლტენბერგი

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ დასავლეთი მზად უნდა იყოს უკრაინის გრძელვადიანი მხარდაჭერისთვის, რადგან რუსეთი დათმობის ნიშნებს არ აჩვენებს.

BBC-სთან ინტერვიუში იენს სტოლტენბერგმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამხედრო მხარდაჭერა უზრუნველყოფს უკრაინის, როგორც სუვერენული ქვეყნის გადარჩენას და რუსეთს აიძულებს, მოლაპარაკება აწარმოოს ომის დასრულების მიზნით.

მისი თქმით, რუსეთის მიერ გამოცხადებულმა ნაწილობრივმა მობილიზაციამ აჩვენა, რომ რუსეთს ამჟამად ომის დასრულების სურვილი არ აქვს.

„ახლა ჩვენ უნდა გავუწიოთ მხარდაჭერა უკრაინას, მათ შორის სამხედრო მხარდაჭერა, რადგან ეს ერთადერთი გზაა, რომ დავარწმუნოთ რუსეთი, რომ კეთილსინდისიერად აწარმოოს მოლაპარაკება და პატივი სცეს უკრაინას, როგორც სუვერენულ დამოუკიდებელ სახელმწიფოს. რისი მიღწევაც შეუძლია უკრაინას მოლაპარაკების მაგიდის გარშემო, მთლიანად დამოკიდებულია ბრძოლის ველზე მის სიძლიერეზე“, – აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

„ჩვენ უნდა მოვემზადოთ ხანგრძლივი პერიოდისთვის, რადგან რუსეთი არ აპირებს უარი თქვას თავის მთავარ მიზანზე – უკრაინაზე კონტროლის დამყარებაზე“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

Post navigation

Previous: პელეს ცხედარი საფეხბურთო კლუბ „სანტოსის“ სტადიონზე ფოიერვერკების თანხლებით გადაასვენეს
Next: ევროკომისიის პრეზიდენტი: ევროკავშირი უკრაინის გვერდით დგას – მხარს ვუჭერთ უკრაინის გმირულ ბრძოლას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.