Skip to content
16/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • უკატეგორიო

პირველი იანვრიდან „ლიბერთი ბანკში“ საპენსიო სესხების ზედა ზღვარი მცირდება

მარშალ პრესი 02/01/2023
ლიბერთი

2023 წლის პირველ იანვრიდან „ლიბერთი ბანკში“ საპენსიო სესხების ზედა ზღვარი 26%-მდე შემცირდება. საბანკო მომსახურების ხელშეკრულების პირობების შეცვლა პარტია „მოქალაქეებს“ უკავშირდება, რომელთაც საკითხზე კონსულტაციები მთავრობასთან გამართეს.

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა, რომ აღნიშნული ცვლილება მნიშვნელოვანი შეღავათია პენსიონერებისთვის.

„ვმუშაობთ, რომ იქნებ, ეს თანხები რესტრუქტურიზებული იყოს პენსიონერებისთვის, ბანკმა შეღავათი გაუწიოს პენსიონერებს. ადამიანები პენსიას იხდიან, ძირს არაფერი აკლდება მაღალი პროცენტის გამო. გვინდა, რომ ძველ სესხებზე პენსიონერებისთვის შეღავათების მოძებნა მოხდეს, რათა ყოველთვიური შესატანი იმხელა არ იყოს, რომ მათ პენსიის ნაწილი სესხში არ გადაიხადონ და სესხის ძირს მოაკლდეს“, – აღნიშნა იოსელიანმა.

Post navigation

Previous: კახა კალაძე: საქართველოს ულამაზესი დედაქალაქიდან ვაგზავნით სურვილებს მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში მცხოვრები ყველა ოჯახისთვის – დაე იყოს მშვიდობა და სიყვარული
Next: დღეიდან ცივი იარაღის ტარებაზე სანქციები მკაცრდება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.