Skip to content
16/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ჩვენ ვართ ძალიან ახლოს ევროკავშირთან, ამ მძიმე მოვლენებმა ეს პროცესი დააჩქარა

მარშალ პრესი 10/04/2022
დავით მათიკაშვილ

საქართველოს ისტორიაში კიდევ ერთი მონაპოვარი არის ის, რაც დღეს ხდება საქართველოსა და ევროკავშირს შორის, რადგანაც მხოლოდ თავისუფალ და დემოკრატიულ სახელმწიფოს შეუძლია ჰქონდეს განაცხადი და სურვილი გახდეს ევროკავშირის წევრი. ჩვენ ვართ ძალიან ახლოს ევროკავშირთან, ამ მძიმე მოვლენებმა ეს პროცესი დააჩქარა,” – განაცხადა „ქართული ოცნების“ უმრავლესობს წევრმა დავით მათიკაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“.

როგორც მათიკაშვილმა აღნიშნა, საქართველოს მიზანია, რომ საქართველო ერთიანი ევროპული ოჯახის ნაწილი გახდეს.

„ჩვენ გადმოგვეცემა კითხვარი, რომლის შევსებისთვისაც მოგვეცემა შესაბამისი დრო და ღრმად ვარ დარწმუნებული, ქართული მხარე მაქსიმუმს გააკეთებს იმისთვის, რომ საქართველომ, მოლდოვამ და უკრაინამ ძალიან მალე მიიღონ ის მნიშვნელოვანი სტატუსი, რასაც კანდიდატის სტატუსი ქვია და შემდგომ უკვე სრულფასოვანი გაწევრიანება ამ ძალიან მნიშვნელოვან ორგანიზაციაში, რომელიც ჩვენი ერის ბრძოლის ისტორიული შინაარსია. ისტორიული მიზანი სწორედ არის ის, რომ დამოუკიდებელი, თავისუფალი საქართველო გახდეს ერთიანი ევროპული ოჯახის ნაწილი და ამას ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ“- განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

Post navigation

Previous: უკრაინა რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობებს წყვეტს
Next: კახა კალაძე – „მორიგი ასეთი “შედევრი” ვიხილეთ გუშინ ნიკა გვარამიას გადაცემაში – არც მეტი, არც ნაკლები, ე.წ. ქოლ-ცენტრების თაღლითური სქემის 4 მთავარი “კრიშა” გაშიფრა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.