Skip to content
16/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

უკრაინა რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობებს წყვეტს

მარშალ პრესი 10/04/2022
უკრაინა

უკრაინა რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობებს წყვეტს. აღნიშნული გადაწყვეტილება უკრაინის მთავრობამ დღეს მიიღო.

„რუსული იმპორტის აკრძალვა დაბლოკავს მინიმუმ 6 მილიარდი დოლარის ოდენობის ყოველწლიურ შემოსავალს. ეს ნიშნავს, რომ მტრის ბიუჯეტი არ მიიღებს ამ თანხებს, ის ვერ გამოიყენებს მათ ომის დასაფინანსებლად. ჩვენ დღეს ეს იურიდიულად დავაფიქსირეთ, მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებით“, – განაცხადა უკრაინის პირველმა ვიცე-პრემიერმა, იულია სვირიდენკომ.

რუსული წარმოების პროდუქციაზე ემბარგოს დაწესების შესახებ უკრაინის უმაღლეს რადაშიც განაცხადეს.

„რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სავაჭრო ემბარგო დაწესდა. რუსეთის ფედერაციიდან უკრაინის საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის იმპორტი აკრძალულია“, – განაცხადა უმაღლეს რადაში მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენელმა, ტარას მელნიჩუკმა.

ამასთან, მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებით, გაუქმდა შეთანხმება ბელარუსთან მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროებში თანამშრომლობის შესახებ.

Post navigation

Previous: დავით მათიკაშვილი: როდესაც რაიმე სახის ბრალდება არსებობს, შემდეგი ნაბიჯი არის ამ ბრალდების დასაბუთება
Next: ჩვენ ვართ ძალიან ახლოს ევროკავშირთან, ამ მძიმე მოვლენებმა ეს პროცესი დააჩქარა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.