არასდროს არ ყოფილა უკრაინელი ჩემი ძმა, არც წარსულში არ ყოფილა, მოლდოვა მითუმეტეს, რომელიც საკმაოდ უცხო იყო, იმ საბჭოთა პერიოდშიც კი და უცებ ნახეთ რა ბმა გააკეთეს? – უკრაინა, მოლდოვა და საქართველო, ერთი მთლიანი, საიდან სად? ვინ თქვა, როდის ყოფილა, ვის მოელანდა? – განაცხადა მაია ნიკოლეიშვილმა “ერიმედია”-ს გადაცემა “გონიერში” სტუმრობისას.
მისი თქმით, უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ერთ კონტექსტში წარმოჩენა არის თავსმოხვეული, რასაც რეალობასთან და ისტორიასთან საერთო არაფერი აქვს.
“თბილისი-ბაქო-ერევანი, ეს კი ბატონო, მაგრამ, საიდან სად? – ნახეთ, ისევ თავიდან მოხვეული, ისევ ასოციაციური ანკესები. არა ბატონო, უკრაინა სულ სხვა არის, მოლდოვა საერთოდ უცხოა, ეს არის თავსმოხვეული, ბოდიში და შემოტენილი და ჩვენ ამას არ მივირთმევთ და შედეგი სახეზეა – ჩვენ ვცდილობთ მშვიდობიანად განვვითარდეთ და ვცდილობთ ვთქვათ, მოდით რა, თქვენი ომი… – მე სხვის ომში, არ ვიბრძოლებ”– განაცხადა მაია ნიკოლეიშვილმა.
