Skip to content
03/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ვინც CNN-ს ინფორმაციას აწვდის, რომ სააკაშვილი შეიძლება იყოს მოწამლული, ან მსუყედ დაფინანსებული პროპაგანდის მსხვერპლია, ან თაღლითი

მარშალ პრესი 23/12/2022
გიორგი ვოლსკი

„დღეს, ვინც აწვდის ინფორმაციას მათ შორის საერთაშორისო დონეზე, რომ სააკაშვილი შეიძლება იყოს მოწამლული, არის ან მსუყედ დაფინანსებული პროპაგანდის მსხვერპლია, რომელსაც კონკრეტული, საკმაოდ წარმატებული პიარ-კომპანია აწარმოებს, ან თაღლითი. სხვა ვარიანტი არ არსებობს, ვინაიდან გამორიცხულია, სააკაშვილს ჯანდაცვის სისტემამ საქართველოში რაიმე ავნოს “- ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვიცე-სპიკერის თქმით, საქართველოში ყველა მოწოდებულია იმისკენ, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებოდეს.

„პირიქით, ყველა მოწოდებულია რომ იგი იყოს ჯანმრთელად და მის სიცოცხლის საფრთხე არ ემუქრებოდეს. ანალიზებით ისიც დამტკიცებულია, რომ არანაირ მოწამვლას და მით უმეტეს მომწამლავი ან მავნე ნივთიერებების სიჭარბეს ადგილი არ აქვს. გაცილებით უფრო დაბალია მაჩვენებელი ნებისმიერი მავნე ნივთიერებისა, მაგრამ როდესაც ადამიანი ამბობს, პროპაგანდისტული ჯგუფის ინსტრუქციის შემხედვარე, რომ იგი არ ჩააბარებს საანალიზოდ სისხლს, ეს იმას ნიშნავს, რომ პროპაგანდა არის აქ მთავარი და გადახდილი ფულის სანაცვლოდ უნდა მიიღონ შედეგი“- განაცხადა გია ვოლსკიმ.

გია ვოლსკი CNN-ზე მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გავრცელებულ სიუჟეტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მთელი რიგი წამყვანი საერთაშორისო გამოცემები იგივე პროპაგანდისტული თემით გამოდიან და შეცდომაში შეჰყავთ საერთაშორისო საზოგადოება.

„არა მარტო CNN, არამედ მთელი რიგი წამყვანი საერთაშორისო გამოცემები იგივე პროპაგანდისტული, ერთი და იგივე ტექსტით, ერთი და იგივე თემით გამოდიან და შეცდომაში შეჰყავთ არა მხოლოდ პოლიტიკური, მათ შორის საერთაშორისო საზოგადოება. ძლიერი პროპაგანდაა, მაგრამ ის ინფორმაცია არის თაღლითური და ვინც ეგეთ ინფორმაციას ავრცელებს უკვე საერთაშორისო დონეზე, ის არის საერთაშორისო თაღლითი “- აღნიშნა ვოლსკიმ.

Post navigation

Previous: როგორი იქნება ოზურგეთის ბიუჯეტი 2023 წელს? – ავთანდილ თალაკვაძის განცხადება
Next: უკრაინელი არასდროს არ ყოფილა ჩემი ძმა, ეს არის თავსმოხვეული, ბოდიში და შემოტენილი – მაია ნიკოლეიშვილი (ვიდეო)

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.