გიორგი საბედაშვილი უკრაინული დაზვერვის განცხადებაზე: ბრალდება და მისი სიმძიმე ძალიან მკაფიო მტკიცებულებებს მოითხოვს

970X90

ბრალდება და მისი სიმძიმე მოითხოვს ძალიან მკაფიო მტკიცებულებებს, – ამის შესახებ სუსის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა, გიორგი საბედაშვილმა უკრაინის სამხედრო დაზვერვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე საუბრისას „ქრონიკაში“ განაცხადა.

„საუბარი იამზე, რომ გაჟღერებულ ბრალდებასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებამ პირიქით, უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ მსგავსი რამ არ ხორციელდება – ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ცნობილია, რომ ნებისმიერი შემთხვევაში, როდესაც მხარე, მით უმეტეს კოლეგა, პარტნიორი როდესაც გააჟღერებს რაიმე ინფორმაციას ან ბრალდებას, სწორედ მათი მხრიდან უნდა დადასტურდეს აღნიშნული ბრალდება კონკრეტული ფაქტებით“, – განაცხადა სუსის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, საქართველომ ვერ დაამტკიცა, რომ რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში არ ეხმარება. სუსმა უკრაინულ მხარეს მოუწოდა, დაუყოვნებლივ მიაწოდონ მათი ინფორმაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები. მანამდე უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთი სანქციების ქვეშ მოქცეული სამხედრო დანიშნულებისა და სხვა სახის პროდუქტის კონტრაბანდის არხებს ქმნის, რომელიც მათ შორის საქართველოს ტერიტორიაზე ქვეყნის ხელისუფლების თანხმობის საფუძველზე გაივლის.

970X90
გაზიარება