Skip to content
18/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

9 აპრილის ღამის კადრებმა მთელი მსოფლიო მოიარა – ამ მოვლენამ უდიდესი რეზონანსი გამოიწვია და დიდი ზემოქმედება მოახდინა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში პროცესების დაჩქარებაზე

მარშალ პრესი 09/04/2022
ირაკლი ბათიაშვილი

1989 წლის 9 აპრილმა დააჩქარა და შეუქცევადი გახადა საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვება, – ამის შესახებ ფილოსოფოსმა ირაკლი ბათიაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

მისი თქმით, 9 აპრილის მოვლენამ უდიდესი რეზონანსი გამოიწვია და დიდი ზემოქმედება მოახდინა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში მთელი რიგი პროცესების დაჩქარებაზე.

„რა თქმა უნდა 9 აპრილი დაკავშირებულია ჩვენთვის უდიდეს ტკივილთან, მაგრამ იმავდროულად ეს არის ქართველი ერის უზარმაზარი მორალურ-პოლიტიკური გამარჯვება. მთელმა მსოფლიომ, სწორედ 9 აპრილის შემდეგ შეიტყო, რომ არსებობს საქართველო. მრავალმა და მრავალმა საერთაშორისო არენაზე არც კი იცოდა საქართველო თუ არსებობდა. იმ ღამის კადრებმა მთელი მსოფლიო მოიარა. 9 აპრილის მოვლენამ უდიდესი რეზონანსი გამოიწვია და დიდი ზემოქმედება მოახდინა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში მთელი რიგი პროცესების დაჩქარებაზე“, – განაცხადა ირაკლი ბათიაშვილმა.

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 33 წელი შესრულდა. ამ დღეს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

Continue Reading

Previous: ბორის ჯონსონის განცხადებით, დიდი ბრიტანეთი უკრაინას 120 ჯავშანმანქანასა და ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტებს გადასცემს
Next: გიორგი საბედაშვილი უკრაინული დაზვერვის განცხადებაზე: ბრალდება და მისი სიმძიმე ძალიან მკაფიო მტკიცებულებებს მოითხოვს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025