Skip to content
13/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილმა საუდის არაბეთის სამეფოში მშენებარე რეგიონის – NEOM-ის პროექტი და ძველი ქალაქი დირია დაათვალიერა

მარშალ პრესი 22/12/2022
2c4172fd-35ef-44e8-a97b-fb6a5e591e96

საუდის არაბეთში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, დელეგაციასთან ერთად, მშენებარე რეგიონის – NEOM-ის პროექტი დაათვალიერა.

ირაკლი ღარიბაშვილს ქალაქის მშენებლობის მიმდინარეობისა და პროექტის დეტალების შესახებ ინფორმაცია საუდის არაბეთის სამეფოს ეკონომიკისა და დაგეგმვის მინისტრმა

ფაიზალ ალ იბრაჰიმმა წარუდგინა.

ნეომი მშენებარე რეგიონია საუდის არაბეთში, ტაბუკის პროვინციაში, რომლის სიგრძეც 170 კილომეტრია. პროექტით გათვალისწინებულია 460 000 სამუშაო ადგილის შექმნა და ქვეყნის მშპ-ის 48 მილიარდი დოლარით გაზრდა.

ფუტურისტული რეგიონის პროექტი მრავალმილიარდიანი NEOM პროექტის ნაწილია. ქალაქში გათვალისწინებულია სამუშაო, საცხოვრებელი და დასასვენებელი ადგილები.

ფუტურისტულ, ხაზოვან ქალაქს არ ექნება გზები, არ ივლის მანქანები, არ იქნება გამონაბოლქვი და იმუშავებს 100 პროცენტით განახლებადი ენერგიით.

ქალაქი უპირატესობას ანიჭებს ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას, ტრანსპორტირებისა და ინფრასტრუქტურის ნაცვლად.

მთავრობის მეთაურმა, დელეგაციასთან ერთად, ასევე დაათვალიერა ძველი ქალაქი დირია, პირველი იმამის სალვა-სასახლე, ატ ტურაიფის კომპლექსი, სადაც პირველი მმართველები ცხოვრობდნენ, და აგრეთვე დამფუძნებელი მეფის აბდულაზიზ ალ საუდის სახელთან დაკავშირებული არაბული ცხენების მუზეუმი.

Continue Reading

Previous: ცოტა პატრუქს დაუწიე ძმაო – ბონდო მძინარაშვილი სალომე ზურაბიშვილის ძმას პახუსობს
Next: ირაკლი ღარიბაშვილი საუდის არაბეთის სამეფოს ტახტის მემკვიდრეს, პრემიერ-მინისტრს შეხვდა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025