Skip to content
31/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

სახალხო დამცველი არჩევის საკითხი ამ ეტაპზე ჩავარდა – უმრავლესობაში სხდომა გაიმართა

მარშალ პრესი 21/12/2022
321126822_456200240038783_9191344292054971543_n

მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა.

სხდომაზე მმართველი გუნდის წევრებმა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს. სახალხო დამცველის კანდიდატებთან დაკავშირებით, ასევე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებთან დაკავშირებით მიღებულია გადაწყვეტილება, რომ გაგრძელდეს მუშაობა. აქედან გამომდინარე, ხვალინდელი კენჭისყრა იქნება ფორმალური და არც ერთ კანდიდატს არ ექნება უმრავლესობის წევრების მხარდაჭერა.

„პროცესის ჩაგდება გამოიწვია ოპოზიციის მიერ შერჩევის პროცესში ულტიმატუმის ენით საუბარმა და შესაბამისად, მათ მიერ კანდიდატების შერჩევის სამუშაო პროცესის მიზანმიმართულად შეფერხებამ. ოპონენტებმა არ მოინდომეს არც ერთ კანდიდატთან დაკავშირებით მხარდაჭერის დაფიქსირება, აქედან გამომდინარე, ვერ შევძლებთ ვერც ომბუდსმენის და ვერც იუსტიციის საბჭოს წევრის არჩევას. მმართველი გუნდი საგაზაფხულო სესიისთვის კვლავ შეეცდება, რომ აღმოიფხვრას ეს ხარვეზი და მივაღწიოთ კონსესუსს კანდიდატებთან დაკავშირებით“, – ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე

გარდა ამისა, ხვალ გაიმართება სტატისტიკის ეროვნული სამსახურისა და კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ანგარიშების მოსმენა

Post navigation

Previous: ეს არის უმძიმესი შეურაცხყოფა – მამუკა მდინარაძის პასუხი გიორგი მარგველაშვილს
Next: ოზურგეთის ტექნოპარკში წლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.