ეს არის უმძიმესი შეურაცხყოფა ინსტიტუტების, ქვეყნის, საკუთარი სამშობლოსი და პირველ რიგში საკუთარი თავის ყოფილი პრეზიდენტი რომ გქვია, – განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გიორგი მარგველაშვილის განცხადების შეფასებისას.
მისი თქმით, ყოფილი პრეზიდენტისგან განსაკუთრებით სამარცხვინოა ასეთი განცხადების გაკეთება.
„არ უნდა ჰკადრო შენ ქვეყანას, რა წარმოდგენაც უნდა გქონდეს, სწორი თუ არასწორი, არ უნდა ჰკადრო არასდროს, რომ ამ ქვეყანაში გადაწყვეტილებები შეიძლება მიიღებოდეს ზარებით. საიდანაც უნდა იყოს ეს ზარი, როგორი მეგობარისგანაც უნდა იყოს. ქვეყანაში გადაწყვეტილებები უნდა მიიღებოდეს ქვეყნის შიგნით შესაბამისი ინსტიტუტების, შესაბამისი კომპეტენტური ორგანოებისა თუ პირების მიერ. მძიმე შეურაცხყოფაა არა მხოლოდ ქვეყნის, არამედ საკუთარი თავის, როდესაც ყოფილი პრეზიდენტი აკეთებს განცხადებას, რომ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ვიღაცამ ვაშინგტონიდან თუ ნებისმიერი მეგობარი ქვეყნიდან, თუ არამეგობარი ქვეყნიდან, ამას მნიშვნელობაც კი არ აქვს. როდესაც შენ შენ თავს და ქვეყანას ჰკადრებ, რომ გარე ზარებზე შეიძლება იყოს რაღაც დამოკიდებული. ეს არის უმძიმესი შეურაცხყოფა ინსტიტუტების, ქვეყნის, საკუთარი სამშობლოსი და პირველ რიგში საკუთარი თავის ყოფილი პრეზიდენტი რომ გქვია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, გიორგი მარგველაშვილმა 20 დეკემბერს, “მთავარი არხი”-ს ეთერში ჩართვისას განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის საკითხის გადასაწყვეტად საკმარისია ერთი ზარი ვაშინგტონიდან.
ინაუგურაციამდე ყველა მნიშვნელოვანი საკითხი დონალდ ტრამპთან განიხილებოდა, მისი ფლორიდის რეზიდენციაში –...