Skip to content
19/12/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე არგენტინის საერთაშორისო ურთიერთობების საბჭოში მოხსენებით გამოვიდა

მარშალ პრესი 09/04/2022
ნიკოლოზ სამხარაძე

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია არგენტინაში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს განაგრძობს. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე მოხსენებით წარდგა არგენტინის საერთაშორისო ურთიერთობების საბჭოში, რომელიც ლათინურ ამერიკაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და მნიშვნელოვანი ანალიტიკური ცენტრია.

ნიკოლოზ სამხარაძემ, სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე: ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიან აღდგენაზე, არაღიარების პოლიტიკაზე, ნატო-ში და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციაზე და მშვიდობიანი კავკასიის ინიციატივაზე ისაუბრა.

მან ასევე ყურადღება გაამახვილა ქვეყნისთვის ისეთ მნიშვნელოვან მიზნებზე, როგორიცაა ვაჭრობის დივერსიფიცირება და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების გაფორმება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანასთან. ასევე, ისაუბრა ენერგო და კიბერ-უსაფრთხოების გაძლიერების მნიშვნელობაზე.

ნიკოლოზ სამხარაძის მოხსენების შემდეგ დისკუსია გაიმართა, სადაც ისაუბრეს უკრაინაში რუსეთის მიერ განხორციელებულ აგრესიაზე და მის გავლენაზე როგორც შავი ზღვის რეგიონზე, ასევე ევროპაზე და ნატოს მომავალზე.

როგორც ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, არგენტინელი ექსპერტებისგან საინტერესო მოსაზრებები მოისმინეს იმის შესახებ, თუ რა გავლენას ახდენს უკრაინაში რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესია, ისეთ შორეულ რეგიონზე, როგორიცაა სამხრეთ ამერიკა. დისკუსიის ფარგლებში ისაუბრეს ორ რეგიონს შორის არსებულ მსგავსებებზე და იმ გამოწვევებზე, რომელიც როგორც შავი ზღვის რეგიონის ასევე,სამხრეთ ამერიკის წინაშე დგას.

ქართველმა კანონმდებლებმა შეხვედრა ასევე გამართეს არგენტინის აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან, სადაც საუბრის ძირითად თემას შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება წარმოადგენდა. მხარეებმა უნივერსიტეტებს შორის აკადემიური გაცვლის შესაძლებლობები განიხილეს.

„არგენტინის უნივერსიტეტების წარმომადგენლებს აინტერესებთ ქართველი პროფესორების მიწვევა, რომლებიც ჩვენი რეგიონის შესახებ ლექციებს ჩაატარებენ. ჩვენთვისაც საინტერესოა, რომ არგენტინელმა პროფესორებმა ქართველი სტუდენტებისთვის ლათინური ამერიკის პოლიტიკის შესახებ ჩაატარონ ლექციები“,- განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

Post navigation

Previous: აღარ შემიძლია ყოველ 9 აპრილს “მე მომკლეს, ბაბუ” ისტორიების მოსმენა ელიტებისგან – ერთი ფილმი (სერია) მაინც გვაქვს გადაღებული, რომელიც 9 აპრილის ყველა მსხვერპლს გაგვაცნობდა?
Next: მოლაპარაკებების გარდა სხვა გამოსავალი არ გვაქვს, იმიტომ რომ მხოლოდ პუტინი წყვეტს, როდის დასრულდება ეს ომი – ზელენსკი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.